https://sputnik-georgia.com/20230929/gia-xoxashvili-rejisori-282777625.html
თეატრი როგორც სულიერი შვება და შორეთში მონატრებული ძველი თბილისი
თეატრი როგორც სულიერი შვება და შორეთში მონატრებული ძველი თბილისი
Sputnik საქართველო
შემოქმედი ცოლ-ქმარი ხშირად საქველმოქმედო ხასიათის თეატრალურ წარმოდგენებსაც აწყობს. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T13:00+0400
2023-09-29T13:00+0400
2023-09-29T17:52+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24613/31/246133102_0:170:1001:733_1920x0_80_0_0_d806e1c09c6000e6d65700bd7eafff5c.jpg
„ძალიან მინდა, რომ ქართული ზღაპრების მიხედვით თოჯინური სპექტაკლი დავდგა“ - გვითხრა შორეულ უსურიისკში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა გია ხოხაშვილმა. სამშობლოდან შორს, ფაქტობრივად სამყაროს მეორე ბოლოში 90-იანებში გადავიდა. სულიერი შვება თეატრში ჰპოვა. დღეს უკვე ადგილობრივი სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობია. ამას გარდა, მეუღლესთან, მზია ცქიფურიშვილთან ერთად კერძო თოჯინების თეატრი დააარსა და ბავშვებისთვის ორიგინალურად გადაწყვეტილ სპექტაკლებს დგამს. ამ სპექტაკლებისთვის პიესებსა და მუსიკას მისი მეუღლე წერს და თოჯინებსაც ამზადებს. - ბატონო გია, უსურიისკის თოჯინების თეატრი როგორ გახსენით?- როცა ადგილობრივ თეატრში პირველი როლი შევასრულე, მეორე დღესვე კულტურის განყოფილებაში დამიბარეს და მთხოვეს, რაიმე „ბალაგანური“ დადგიო. გამახსენდა თბილისის პიონერთა სასახლე, სადაც ბავშვობა გავატარე – სასახლის თოჯინების თეატრში ვიყავი. მაშინ სულ ვოცნებობდი, რომ საკუთარი თოჯინების თეატრი მქონოდა. ჰოდა, 1993 წელს უსურიისკში კერძო თოჯინების თეატრი დავაარსე. მე და ჩემმა მეუღლემ უსურიისკის კულტურის განყოფილების შენობის სარდაფში ძველი თოჯინები აღმოვაჩინეთ და ისინი ჩვენებურად განვაახლეთ. მერე თეატრის შირმის რეკონსტრუქციაზე, დეკორაციებსა და ფარდაზეც ვიმუშავეთ. მოგვიანებით მზიამ ახალი თოჯინების დამზადებაც დაიწყო.- უსურიისკში როდის და როგორ აღმოჩნდით?- სხვადასხვა გარემოების გამო 1989 წელს საქართველოდან საცხოვრებლად რუსეთში გადავედით, კერძოდ, უსურიისკში, სადაც ჩემი მეუღლე მზია ცქიფურიშვილი უმაღლესის დამთავრების მერე განაწილებით მოხვდა. თავიდან სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მე კი სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად და მეორე რეჟისორად ამიყვანეს.- თქვენი პირველი როლი რომელი იყო და გასტროლებზე თუ დადიხართ?- ჩემი პირველი როლი შევასრულე რუსული ზღაპრების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში Финист - Ясный сокол, სადაც ყვავის როლი ვითამაშე. ჩემი ყვავი ქართულ ნაბადში იყო გახვეული და ეს უცნაური ფაქტი მაშინ ყველამ აღნიშნა და მოიწონა. თანაც, ჩემი გმირი კეთილი და ხალისიანი პერსონაჟი იყო. გასტროლებზე კი ხაბაროვსკისა და ვლადივოსტოკის მხარეში დღემდე დავდივართ. ბავშვთა სახლებში საქველმოქმედო სპექტაკლებსაც ხშირად ვატარებთ.- რომელი ქართული სპექტაკლის დადგმა გინდათ უსურიისკის თეატრის სცენაზე?- ვოცნებობ, რომ უსურიისკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩემი საყვარელი ნაწარმოები „თეთრი ბაირაღები“ განვახორციელო. ნოდარ დუმბაძე ხომ ყველა დროსა და ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის ახლობელი და გასაგებია. სცენის მიღმა ვცდილობთ ქართული ტრადიციებიც შეძლებისდაგვარად დავიცვათ – ქართულ სიმღერებსა და სამზარეულოს ვგულისხმობ. მენატრება საქართველო და წარსული წლებიც მუდმივად მახსენდება. უცნაური რამაა ნოსტალგია... წარმოიდგინეთ, უსურიისკის რომელიმე ქუჩაში მივდივარ და უცებ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს თბილისში, რუსთაველზე ვარ, ან პლეხანოვზე. ყველგან ძველი თბილისის ქუჩები მელანდება...ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24613/31/246133102_0:77:1001:827_1920x0_80_0_0_6c4b57d1802fed6587b809251fb70c82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, ქართველები უცხოეთში, ინტერვიუ
კულტურა საქართველოში, საქართველო, ქართველები უცხოეთში, ინტერვიუ
თეატრი როგორც სულიერი შვება და შორეთში მონატრებული ძველი თბილისი
13:00 29.09.2023 (განახლებულია: 17:52 29.09.2023) შემოქმედი ცოლ-ქმარი ხშირად საქველმოქმედო ხასიათის თეატრალურ წარმოდგენებსაც აწყობს.
„ძალიან მინდა, რომ ქართული ზღაპრების მიხედვით თოჯინური სპექტაკლი დავდგა“ - გვითხრა შორეულ უსურიისკში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა გია ხოხაშვილმა. სამშობლოდან შორს, ფაქტობრივად სამყაროს მეორე ბოლოში 90-იანებში გადავიდა. სულიერი შვება თეატრში ჰპოვა. დღეს უკვე ადგილობრივი სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობია. ამას გარდა, მეუღლესთან, მზია ცქიფურიშვილთან ერთად კერძო თოჯინების თეატრი დააარსა და ბავშვებისთვის ორიგინალურად გადაწყვეტილ სპექტაკლებს დგამს. ამ სპექტაკლებისთვის პიესებსა და მუსიკას მისი მეუღლე წერს და თოჯინებსაც ამზადებს.
- ბატონო გია, უსურიისკის თოჯინების თეატრი როგორ გახსენით?
- როცა ადგილობრივ თეატრში პირველი როლი შევასრულე, მეორე დღესვე კულტურის განყოფილებაში დამიბარეს და მთხოვეს, რაიმე „ბალაგანური“ დადგიო. გამახსენდა თბილისის პიონერთა სასახლე, სადაც ბავშვობა გავატარე – სასახლის თოჯინების თეატრში ვიყავი. მაშინ სულ ვოცნებობდი, რომ საკუთარი თოჯინების თეატრი მქონოდა. ჰოდა, 1993 წელს უსურიისკში კერძო თოჯინების თეატრი დავაარსე. მე და ჩემმა მეუღლემ უსურიისკის კულტურის განყოფილების შენობის სარდაფში ძველი თოჯინები აღმოვაჩინეთ და ისინი ჩვენებურად განვაახლეთ. მერე თეატრის შირმის რეკონსტრუქციაზე, დეკორაციებსა და ფარდაზეც ვიმუშავეთ. მოგვიანებით მზიამ ახალი თოჯინების დამზადებაც დაიწყო.
- უსურიისკში როდის და როგორ აღმოჩნდით?
- სხვადასხვა გარემოების გამო 1989 წელს საქართველოდან საცხოვრებლად რუსეთში გადავედით, კერძოდ, უსურიისკში, სადაც ჩემი მეუღლე მზია ცქიფურიშვილი უმაღლესის დამთავრების მერე განაწილებით მოხვდა. თავიდან სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მე კი სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად და მეორე რეჟისორად ამიყვანეს.
- თქვენი პირველი როლი რომელი იყო და გასტროლებზე თუ დადიხართ?
- ჩემი პირველი როლი შევასრულე რუსული ზღაპრების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში Финист - Ясный сокол, სადაც ყვავის როლი ვითამაშე. ჩემი ყვავი ქართულ ნაბადში იყო გახვეული და ეს უცნაური ფაქტი მაშინ ყველამ აღნიშნა და მოიწონა. თანაც, ჩემი გმირი კეთილი და ხალისიანი პერსონაჟი იყო. გასტროლებზე კი ხაბაროვსკისა და ვლადივოსტოკის მხარეში დღემდე დავდივართ. ბავშვთა სახლებში საქველმოქმედო სპექტაკლებსაც ხშირად ვატარებთ.
- რომელი ქართული სპექტაკლის დადგმა გინდათ უსურიისკის თეატრის სცენაზე?
- ვოცნებობ, რომ უსურიისკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩემი საყვარელი ნაწარმოები „თეთრი ბაირაღები“ განვახორციელო. ნოდარ დუმბაძე ხომ ყველა დროსა და ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის ახლობელი და გასაგებია. სცენის მიღმა ვცდილობთ ქართული ტრადიციებიც შეძლებისდაგვარად დავიცვათ – ქართულ სიმღერებსა და სამზარეულოს ვგულისხმობ. მენატრება საქართველო და წარსული წლებიც მუდმივად მახსენდება. უცნაური რამაა ნოსტალგია... წარმოიდგინეთ, უსურიისკის რომელიმე ქუჩაში მივდივარ და უცებ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს თბილისში, რუსთაველზე ვარ, ან პლეხანოვზე. ყველგან ძველი თბილისის ქუჩები მელანდება...