მოსაზრება: Abrams-ები, როგორც უკრაინის არმიისა და ნატოს წარუმატებლობის დეკორაცია

© AP Photo / Mindaugas Kulbis
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
პენტაგონს ესმის, რომ უკრაინაში ესკალაციის ამერიკული ინსტრუმენტების დიაპაზონის გაფართოება და „ტანკობანას“ სახიფათო თამაში მძლავრ ბირთვულ ძალასთან აშშ-ის ტერიტორიაზე საპასუხო სტრატეგიული დარტყმის ალბათობას ზრდის.
თეთრი სახლის ადმინისტრაციას არ სურს რეალობაში დაბრუნება და თანმიმდევრულად აპროვოცირებს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს ამერიკასა და რუსეთს შორის.
25 სექტემბერს კიევის რეჟიმმა ვაშინგტონის მიერ დაპირებული M1A1 Abrams-ების პარტიის პირველი ნაწილი მიიღო, რომელიც ცივი ომის დროსაა წარმოებული და სპეციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვისაა მოდიფიცირებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მანქანები გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადებს. თუმცა 31 ტანკი მხოლოდ ერთი ბატალიონია, ეს უმნიშვნელო ძალაა. გასაგები რომ იყოს, ორ თვეში 80 ერთეულზე მეტი მითოლოგიზებული ამერიკული Bradley განადგურდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი უფრო ფრთხილია თავის პროგნოზებში. იგი მიიჩნევს, რომ M1A1 Abrams სასარგებლოა „კონკრეტული, კარგად გააზრებული" გარღვევისთვის, ანუ ერთჯერადებია.
მეორე მხრივ, კრემლი ამერიკული ტანკების სწრაფად დაწვის პირობას დებს და M1A1 Abrams-ის გეგმებს წარუმატებელი უწოდა "ტექნოლოგიური თვალსაზრისით".
მართლაც, ჯერ კიდევ ერაყშიც „აბრამსმა“ დაბალი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა რუსული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემებთან დაპირისპირებისას — 2003-2004 წლებში დაახლოებით 100 ერთეული განადგურდა. მოგვიანებით ერაყში დაიწვა M1A1 მოდიფიკაციის კიდევ 47 ტანკი, ხოლო იემენში ჰუსიტმა მეამბოხეებმა 20 „აბრამსი“ გაანადგურეს საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით.
ამასთან ადრე „აბრამსები" ყოველთვის საჰაერო მხარდაჭერით მოქმედებდნენ, ისინი დისტანციურად არ ნადგურდებოდნენ ტექნოლოგიურად აღმატებული მტრის არმიისა და მოიერიშე თვითმფრინავების მიერ.
თანამედროვე რუსული გადასატანი კომპლექსები „კორნეტი“ (10 კმ-მდე რადიუსით), ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები „ვიხრი“, „ჭკვიანი" კამიკაძე-დრონები „ლანცეტი" და „უკიდეგანო“ დანაღმული ველები M1A1 „აბრამსს“ დიდხანს სიცოცხლის შანსს არ უტოვებენ.
ამას ადასტურებს ზაპოროჟიეს მიმართულებით გერმანული Leopard 2A6-ებისა და ბრიტანული Challenger2-ების მნიშვნელოვანი დანაკარგები.

გარდამტეხი წერტილი

M1A1 Abrams-ის სისუსტეები და ტექნოლოგიური დაუცველობა კარგად არის ცნობილი: ამერიკული ტანკის 120 მმ-იან ქვემეხს მიზანში მოხვედრა 3 კმ-მდე მანძილზე შეუძლია, არ აქვს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, რეაქტიული ჭურვები და დინამიკური დაცვა.
იარაღის კონტროლის სისტემა მაქსიმალურად გამარტივებულია. ავტომატური დამტენის არარსებობა ნატოს მანქანების საერთო ტექნოლოგიური პრობლემაა.
ამერიკული ტანკები ასევე უკიდურესად ჭირვეულებია. მათი გაზის ტურბინის ძრავები „ადვილად ფეთქდება" არასწორი მუშაობისგან. 2003-2011 წლების ერაყის ომის დროს 1135 „აბრამსიდან“ დაახლოებით 70% ტექნიკური მიზეზების გამო გამოვიდა მწყობრიდან.
ათასზე მეტმა ამერიკულმა ტანკმა და ასობით ათასმა ამერიკელმა და ნატოელმა ჯარისკაცმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს ერაყის „გადაფორმატება“. რას ელიან ვაშინგტონში M1A1 Abrams-ის ერთი სატანკო ბატალიონისგან ან რამდენიმე ათეული F-16-სგან უკრაინის ოპერაციების თეატრში?
ფაქტობრივად, შეერთებული შტატები და ნატო უკრაინას უიმედო სამხედრო ავანტიურაში თვითმკვლელობაში ეხმარებიან.
პენტაგონისა და ნატოს არსენალები განუწყვეტლივ მცირდება, ამერიკული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსიც კი ვერ უმკლავდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მზარდ საჭიროებებს. კიევიდან „ევაკუაცია" ახლოსაა, მას არც 60 და არც 160 გამანადგურებელი F-16 არ უშველის.
გამოცემა Politico აღნიშნავს: „დასავლეთი უკრაინის მიმართ იარაღის ამოწურვისა და მოთმინების ნიშნებს ავლენს... სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ სხვადასხვა თვალსაზრისზე დაყრდნობით“.
სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში შეერთებულ შტატებს სერიოზული შეცდომის დაშვება შეუძლია, რისთვისაც საფასურის გადახდა მოუწევს.
მარკ მილი ამბობს: „ერთი რამ, რაც ჩემს გონებაში ყოველდღე იყო და რჩება — ესკალაციის მართვაა. საქმე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული ძალაა. და მას აქვს კაცობრიობის განადგურების უნარი. აქ თამაში არ შეიძლება".
პენტაგონისა და ნატოს ავტორიტეტული „ანალიტიკური ცენტრი“ RAND Corporation ასევე პროგნოზირებს ესკალაციის ალბათობას, კონფლიქტის სამხედრო სპეცოპერაციის მიღმა გასვლას — რუსეთის მიერ ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენებით.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა დღეს განაცხადა: „ბირთვული სარაკეტო ფარის არსებობის ფაქტი აბსოლუტურად აბსურდულს ხდის დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსის ოცნებებს რუსეთის სტრატეგიული დამარცხების შესახებ“.
უკრაინის ოპერაციების თეატრში უფრო სავარაუდო შეერთებული შტატებისა და ნატოს ახალი გეოპოლიტიკური დამცირებაა.
მსოფლიო უბრუნდება ნორმალურ მრავალპოლარულ მდგომარეობას და კოლექტიური დასავლეთი განწირულია თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემაში უკან დახევისთვის, დამარცხებისა და დეგრადაციისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0