https://sputnik-georgia.com/20230928/trudom-sajaro-bodisi-moixada-282737036.html
ჰუნკას ინციდენტი: ტრიუდომ საჯაროდ ბოდიში მოიხადა
ჰუნკას ინციდენტი: ტრიუდომ საჯაროდ ბოდიში მოიხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სახელით საჯაროდ ბოდიში მოიხადა საპარლამენტო ღონისძიებაზე ყოფილი... 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T10:36+0400
2023-09-28T10:36+0400
2023-09-28T17:44+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კანადა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24829/20/248292033_0:0:2973:1672_1920x0_80_0_0_6957aafe79f7307a27898ecf36b1c2a0.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სახელით საჯაროდ ბოდიში მოიხადა საპარლამენტო ღონისძიებაზე ყოფილი ნაცისტის, SS „გალიჩინის“ დივიზიის 98 წლის ვეტერანის იაროსლავ ჰუნკას მიწვევის გამო, იუწყება ტელეკომპანია CBS.მისი თქმით, ჰუნკას კანადის პარლამენტში მიწვევა — „ეს იყო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანის ხსოვნის შებღალვა“, და „ღრმად, ღრმად მტკივნეული“ ებრაელების, პოლონელების, ბოშების, ლგბტ-თემის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, სხვა რასის ადამიანებისა, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის სამიზნე იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს.ტრიუდოს თქმით, კანადა უღრმეს ბოდიშს უხდის ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვიდეოზე სწორედ მაშინ აღბეჭდეს, როდესაც ის მთელ დარბაზთან ერთად უკრავდა ტაშს ღონისძიებაზე მიწვეულ SS-ელს. კანადის პრემიერის თქმით, რუსეთმა ეს კადრები თავის სასარგებლოდ გამოიყენა.გავრცელებული ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ოფიციალური ბოდიში უკვე გაეგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დიპლომატიური არხებით.ჰუნკას ინციდენტი22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. 1944 წლის ივლისში „გალიჩინა“ (იგივე „გალიცია“) თითქმის მთლიანად განადგურდა ბროდთან ბრძოლაში. 1945 წლის აპრილში ის SS-ის ჯარებს გამოეყო და სახელწოდება შეიცვალა — პირველი უკრაინული დივიზია ეწოდა. 1945 წელს დივიზია მოკავშირეთა ჯარებს — ამერიკელებსა და ბრიტანელებს ჩაბარდა.წყარო: CBS
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24829/20/248292033_122:0:2851:2047_1920x0_80_0_0_761a4c873d32d51633764010f31ed8f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კანადა , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კანადა , პოლიტიკა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სახელით საჯაროდ ბოდიში მოიხადა საპარლამენტო ღონისძიებაზე ყოფილი ნაცისტის, SS „გალიჩინის“ დივიზიის 98 წლის ვეტერანის იაროსლავ ჰუნკას მიწვევის გამო, იუწყება ტელეკომპანია CBS.
„ეს იყო შეცდომა, რომელმაც ღრმად შეარცხვინა პარლამენტი და კანადა. ყველა ჩვენგანი, ვინც პარასკევს ამ პალატაში ვიყავით, ღრმად ვწუხვართ, რომ ფეხზე ამდგარი ვუკრავდით ტაშს. თუმცა ეს ისე გავაკეთეთ, რომ კონტექსტი არ ვიცოდით", — თქვა ტრიუდომ ჟურნალისტებთან მოკლე განცხადებაში.
მისი თქმით, ჰუნკას კანადის პარლამენტში მიწვევა — „ეს იყო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანის ხსოვნის შებღალვა“, და „ღრმად, ღრმად მტკივნეული“ ებრაელების, პოლონელების, ბოშების, ლგბტ-თემის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, სხვა რასის ადამიანებისა, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის სამიზნე იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს.
ტრიუდოს თქმით, კანადა უღრმეს ბოდიშს უხდის ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვიდეოზე სწორედ მაშინ აღბეჭდეს, როდესაც ის მთელ დარბაზთან ერთად უკრავდა ტაშს ღონისძიებაზე მიწვეულ SS-ელს. კანადის პრემიერის თქმით, რუსეთმა ეს კადრები თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ოფიციალური ბოდიში უკვე გაეგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დიპლომატიური არხებით.
22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. 1944 წლის ივლისში „გალიჩინა“ (იგივე „გალიცია“) თითქმის მთლიანად განადგურდა ბროდთან ბრძოლაში. 1945 წლის აპრილში ის SS-ის ჯარებს გამოეყო და სახელწოდება შეიცვალა — პირველი უკრაინული დივიზია ეწოდა. 1945 წელს დივიზია მოკავშირეთა ჯარებს — ამერიკელებსა და ბრიტანელებს ჩაბარდა.