https://sputnik-georgia.com/20230928/tbilisoba-2023-transportis-mozraobis-sqema-icvleba-282770547.html
თბილისობა-2023“: ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
თბილისობა-2023“: ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
Sputnik საქართველო
სახალხო დღესასწაული საქართველოს დედაქალაქში 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაიმართება. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T21:18+0400
2023-09-28T21:18+0400
2023-09-28T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
თბილისობა 2023
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_059fe89de702386c899396f244a932b1.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა 2023"-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან.სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან 1 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის გამოც ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N320, N323 ავტობუსები და N536 მიკროავტობუსი, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან ტოლსტოის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, შემდეგ კი ხეთაგუროვისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.უკუმიმართულებისას აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რის შემდეგაც N323 ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება, ხოლო N320 და N536 ზაარბრიუკენის მოედნიდან უკვე არსებული მარშრუტით იხელმძღვანელებენ.„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სამ ლოკაციაზე – რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.მერიის ინფორმაციით, რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. მათ შორის: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია.ამავე დღეებში ორბელიანის მოედანზეც გაიხსნება კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_d729bc0fd6caed39d908bd58ce61917b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისობა 2023
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისობა 2023
თბილისობა-2023“: ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
21:18 28.09.2023 (განახლებულია: 22:52 28.09.2023) სახალხო დღესასწაული საქართველოს დედაქალაქში 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა 2023"-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.
ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან 1 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის გამოც ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N320, N323 ავტობუსები და N536 მიკროავტობუსი, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან ტოლსტოის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, შემდეგ კი ხეთაგუროვისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.
უკუმიმართულებისას აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რის შემდეგაც N323 ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება, ხოლო N320 და N536 ზაარბრიუკენის მოედნიდან უკვე არსებული მარშრუტით იხელმძღვანელებენ.
„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სამ ლოკაციაზე – რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. მათ შორის: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია.
ამავე დღეებში ორბელიანის მოედანზეც გაიხსნება კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.