https://sputnik-georgia.com/20230928/rusuli-sawvavis-eqsportis-akrzalva-282758853.html
მიმოხილვა: რა გავლენას მოახდენს რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვა მეზობელ ქვეყნებზე
მიმოხილვა: რა გავლენას მოახდენს რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვა მეზობელ ქვეყნებზე
Sputnik საქართველო
რუსეთი შეასრულებს ყველა ვალდებულებას სამთავრობოთშორისი შეთანხმებებით საწვავის მიწოდების შესახებ, მაგრამ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნები შესაძლოა კვლავ შეეჯახონ ფასების... 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T16:31+0400
2023-09-28T16:31+0400
2023-09-28T21:24+0400
ანალიტიკა
ენერგომატერებლების მსოფლიო ფასები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281384853_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f12081ad7efa8ab6bb194d07203c5ab8.jpg
რუსეთი შეასრულებს ყველა ვალდებულებას სამთავრობოთშორისი შეთანხმებებით საწვავის მიწოდების შესახებ, მაგრამ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნები შესაძლოა კვლავ შეეჯახონ ფასების მკვეთრ ზრდასა და დეფიციტს, თუმცა აკრძალვა დიდხანს არ გაგრძელდება, მიაჩნიათ ექსპერტებს.მიხაილ ვორობიოვი21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ დროებითი შეზღუდვა დაწესა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, რათა ქვეყანაში საწვავის საბითუმო ფასების ზრდას ებრძოლოს.აკრძალვა არ ვრცელდება მთავრობათშორისი ხელშეკრულებების ფარგლებში ექსპორტირებულ ენერგორესურსებზე. ამგვარი შეთანხმებები გაფორმებულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან.რატომ დააწესა რუსეთმა შეზღუდვები?გაზაფხულზე რუსეთში ბენზინის საბითუმო ფასებმა ზრდა დაიწყო. ეს მოხდა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადების ფონზე, რომ ნავთობკომპანიებისთვის კომპენსაციის — თვეში 60 მლრდ რუბლის 30 მლრდ-მდე განახევრებას გეგმავს საწვავის ფასების შეკავების მიზნით. ივლისში ეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შევიდა.სექტემბერში AI-92 ბენზინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს — 70.508 რუბლს მიაღწია ერთ ტონაზე; AI-95-ის ფასი 76.876 რუბლი გახდა ტონაზე, დიზელზე კი – 75.036 რუბლი. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მთავრობამ დროულად არ უპასუხა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილებას, მაგრამ ახლა მინისტრთა კაბინეტი და მწარმოებლები შეთანხმდნენ, თუ „როგორ იმოქმედებენ ისინი უახლოეს მომავალში“.გასულ ხუთშაბათს რუსეთის მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტს ზღუდავს. ის არ ვრცელდება ფიზიკური პირების მიერ პირადი სარგებლობისთვის საწვავის ტრანსპორტირებაზე.რუსეთიდან ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტი ნებადართულია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის საჭირო მოცულობით, რაც არ დაუშვებს ამ ქვეყნების გავლით გადაყიდვას, ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ფროლოვმა.ეს ზომები სავარაუდოდ აღკვეთს „შავ“ ექსპორტს, გააჯერებს შიდა ბაზარს და შეამცირებს ფასებს.ფროლოვის თქმით, სამთავრობოთშორისი შეთანხმებები საწვავზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს, გაფორმებულია ევრაზიული კავშირის ყველა წევრთან, ასევე ზოგ სხვა ქვეყანასთან.„ვფიქრობ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთეულებზე. სავარაუდოდ, მათ შორისაა დსთ-ის ქვეყნებიც, რომლებიც არ არიან ევრაზიული კავშირის წევრები", — თქვა ექსპერტმა.25 სექტემბერს დროებითი აკრძალვის გამონაკლისების სია განახლდა და შეზღუდვები მოიხსნა საზღვაო ხომალდების საწვავზე, გაზის ზეთსა და დისტილატების ექსპორტზე.შეზღუდვების ძალაში შესვლის შემდეგ პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე AI-92-სა და AI-95-ზე ფასები თითქმის 10%-ით (55.925 რუბლამდე ტონაზე) და თითქმის 11%-ით (59.362 რუბლამდე ტონაზე) შემცირდა — შესაბამისად. დიზელის საწვავი 14,5%-ით გაიაფდა (61.431 რუბლი ტონაზე).ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ფასები ოდნავ გაიზარდა. AI-92 ღირს 57.647 რუბლი ტონაზე, AI-95 — 60.012 რუბლი ტონაზე, ხოლო დიზელი — 62.742 რუბლი ტონაზე.რუსულ მიწოდებებზე დამოკიდებულებასაქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ქვეყანაში შეტანილი მთელი ბენზინის 81,1%-ს აწვდის.აზერბაიჯანი უცხოეთიდან პრემიუმ ევრო-95-სა და სუპერ ევრო-98-ს ყიდულობს ავტომობილებისთვის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ამ პროდუქციის მიწოდებამ რუსეთიდან ქვეყნის მთლიანი იმპორტის მოცულობის დაახლოებით 62% და 26% შეადგინა — შესაბამისად.სომხეთში ბენზინი და დიზელის საწვავი ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან შედის, ხოლო მცირე რაოდენობით — რუმინეთიდან და ბულგარეთიდან, აცხადებდა 2022 წელს რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გეგამ გევორქიანი.რუსეთიდან ტაჯიკეთში მიწოდებული საწვავის მოცულობამ, ოფიციალური მონაცემებით, ამ რესპუბლიკაში მიწოდების მთლიანი მოცულობის 85,4% შეადგინა.უზბეკეთში ბენზინის მიწოდების უმეტესი ნაწილი (88%) ასევე რუსეთზე მოდის.როგორც მარტში განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა, რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთთან 2023 წელს 850 ათას ტონამდე დიზელის საწვავის იმპორტზე შეთანხმდა. 2023 წელს ქვეყანაში დიზელის მოხმარება 5,8 მლნ ტონაზეა პროგნოზირებული, ხოლო რესპუბლიკის საკუთარი წარმოება 5,1 მლნ ტონაზე იყო დაგეგმილი.დროდადრო ქვეყანა საწვავის დეფიციტს განიცდის, რის გამოც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებითი მიწოდებების თაობაზე. მაგალითად, 25 სექტემბერს ყაზახეთის ენერგეტიკის ვიცე-მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა ბენზინის მიწოდების გაზრდის მოთხოვნით — ასტანა კიდევ 70 ათასი ტონა ბენზინის დამატებას ითხოვს.საწვავის წლიური მოხმარება ყირგიზეთში დაახლოებით 1,5 მილიონი ტონაა, საიდანაც 1,2 მილიონი ტონა იმპორტირებულია რუსეთიდან უბაჟოდ, განაცხადა იანვარში ნავთობით მოვაჭრეების ადგილობრივი ასოციაციის პრეზიდენტმა კანატ ეშატოვმა.მოლდოვა, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული სააგენტოს 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რუსულ ბენზინს არ ყიდულობს, მაგრამ ქვეყანაში მოხმარებული დიზელის 15,6%-ს რუსეთის ფედერაციისგან იღებს.რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები?აკრძალვა რუსეთისთვის გრძელვადიან სტრატეგიად ვერ იმუშავებს, რადგან ამ შემთხვევაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დატვირთვა შემცირდება, კომპანიები ნედლი ნავთობის ექსპორტირებას შეეცდებიან და შემდეგ მისი ექსპორტის შეზღუდვაც გახდება საჭირო, მიაჩნია ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ექსპერტ სტანისლავ მიტრახოვიჩს.„ეს არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი ღონისძიება. ვფიქრობ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება, შესაძლოა თვეები, და მიწოდებები აღდგება“, — ფიქრობს იგი.ექსპერტ იგორ იუშკოვს კი მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ფერმერებს საწვავის შემცირებულ ფასად შეძენის დროს მისცემს, ან მოსავლის აღების კამპანიის ძირითადი ეტაპის დასრულებას დაელოდება, რის შემდეგაც შეზღუდვები გაუქმდება.„ანუ, ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში”, — მიაჩნია იუშკოვს.ალექსანდრ ფროლოვის აზრით, მეზობელ ქვეყნებს აქვთ საწვავის სხვა ქვეყნებიდან მიღების შესაძლებლობა, მაგალითად, საქართველოსა და აზერბაიჯანს საწვავის მიღება შეუძლიათ თურქეთიდან, ირანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ხოლო უზბეკეთსა და ტაჯიკეთს — ჩინეთიდან. თუმცა, სანამ ახალი მიწოდების ჯაჭვები აეწყობა, შეიძლება მიწოდების პრობლემები წარმოიშვას და, გარდა იმისა, რომ საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყება, შესაძლოა, რაღაც მომენტში სადმე დეფიციტიც გაჩნდეს“.გარდა ამისა, როგორც იგორ იუშკოვი ამბობს, რუსეთში საწვავის შეძენა უფრო მომგებიანია, ვინაიდან „ნებისმიერი სხვა მიწოდება უფრო ძვირი იქნება, ვიდრე რუსული“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281384853_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a6b7d9e0d047a8ba5d0041164f242dba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, ენერგომატერებლების მსოფლიო ფასები
ანალიტიკა, ენერგომატერებლების მსოფლიო ფასები
რუსეთი შეასრულებს ყველა ვალდებულებას სამთავრობოთშორისი შეთანხმებებით საწვავის მიწოდების შესახებ, მაგრამ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნები შესაძლოა კვლავ შეეჯახონ ფასების მკვეთრ ზრდასა და დეფიციტს, თუმცა აკრძალვა დიდხანს არ გაგრძელდება, მიაჩნიათ ექსპერტებს.
21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ დროებითი შეზღუდვა დაწესა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, რათა ქვეყანაში საწვავის საბითუმო ფასების ზრდას ებრძოლოს.
აკრძალვა არ ვრცელდება მთავრობათშორისი ხელშეკრულებების ფარგლებში ექსპორტირებულ ენერგორესურსებზე. ამგვარი შეთანხმებები გაფორმებულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან.
რატომ დააწესა რუსეთმა შეზღუდვები?
გაზაფხულზე რუსეთში ბენზინის საბითუმო ფასებმა ზრდა დაიწყო. ეს მოხდა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადების ფონზე, რომ ნავთობკომპანიებისთვის კომპენსაციის — თვეში 60 მლრდ რუბლის 30 მლრდ-მდე განახევრებას გეგმავს საწვავის ფასების შეკავების მიზნით. ივლისში ეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შევიდა.
სექტემბერში AI-92 ბენზინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს — 70.508 რუბლს მიაღწია ერთ ტონაზე; AI-95-ის ფასი 76.876 რუბლი გახდა ტონაზე, დიზელზე კი – 75.036 რუბლი. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მთავრობამ დროულად არ უპასუხა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილებას, მაგრამ ახლა მინისტრთა კაბინეტი და მწარმოებლები შეთანხმდნენ, თუ „როგორ იმოქმედებენ ისინი უახლოეს მომავალში“.
გასულ ხუთშაბათს რუსეთის მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტს ზღუდავს. ის არ ვრცელდება ფიზიკური პირების მიერ პირადი სარგებლობისთვის საწვავის ტრანსპორტირებაზე.
რუსეთიდან ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტი ნებადართულია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის საჭირო მოცულობით, რაც არ დაუშვებს ამ ქვეყნების გავლით გადაყიდვას, ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ფროლოვმა.
ეს ზომები სავარაუდოდ აღკვეთს „შავ“ ექსპორტს, გააჯერებს შიდა ბაზარს და შეამცირებს ფასებს.
ფროლოვის თქმით, სამთავრობოთშორისი შეთანხმებები საწვავზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს, გაფორმებულია ევრაზიული კავშირის ყველა წევრთან, ასევე ზოგ სხვა ქვეყანასთან.
„ვფიქრობ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთეულებზე. სავარაუდოდ, მათ შორისაა დსთ-ის ქვეყნებიც, რომლებიც არ არიან ევრაზიული კავშირის წევრები", — თქვა ექსპერტმა.
25 სექტემბერს დროებითი აკრძალვის გამონაკლისების სია განახლდა და შეზღუდვები მოიხსნა საზღვაო ხომალდების საწვავზე, გაზის ზეთსა და დისტილატების ექსპორტზე.
შეზღუდვების ძალაში შესვლის შემდეგ პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე AI-92-სა და AI-95-ზე ფასები თითქმის 10%-ით (55.925 რუბლამდე ტონაზე) და თითქმის 11%-ით (59.362 რუბლამდე ტონაზე) შემცირდა — შესაბამისად. დიზელის საწვავი 14,5%-ით გაიაფდა (61.431 რუბლი ტონაზე).
ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ფასები ოდნავ გაიზარდა. AI-92 ღირს 57.647 რუბლი ტონაზე, AI-95 — 60.012 რუბლი ტონაზე, ხოლო დიზელი — 62.742 რუბლი ტონაზე.
რუსულ მიწოდებებზე დამოკიდებულება
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ქვეყანაში შეტანილი მთელი ბენზინის 81,1%-ს აწვდის.
აზერბაიჯანი უცხოეთიდან პრემიუმ ევრო-95-სა და სუპერ ევრო-98-ს ყიდულობს ავტომობილებისთვის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ამ პროდუქციის მიწოდებამ რუსეთიდან ქვეყნის მთლიანი იმპორტის მოცულობის დაახლოებით 62% და 26% შეადგინა — შესაბამისად.
სომხეთში ბენზინი და დიზელის საწვავი ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან შედის, ხოლო მცირე რაოდენობით — რუმინეთიდან და ბულგარეთიდან, აცხადებდა 2022 წელს რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გეგამ გევორქიანი.
რუსეთიდან ტაჯიკეთში მიწოდებული საწვავის მოცულობამ, ოფიციალური მონაცემებით, ამ რესპუბლიკაში მიწოდების მთლიანი მოცულობის 85,4% შეადგინა.
უზბეკეთში ბენზინის მიწოდების უმეტესი ნაწილი (88%) ასევე რუსეთზე მოდის.
როგორც მარტში განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა, რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთთან 2023 წელს 850 ათას ტონამდე დიზელის საწვავის იმპორტზე შეთანხმდა. 2023 წელს ქვეყანაში დიზელის მოხმარება 5,8 მლნ ტონაზეა პროგნოზირებული, ხოლო რესპუბლიკის საკუთარი წარმოება 5,1 მლნ ტონაზე იყო დაგეგმილი.
დროდადრო ქვეყანა საწვავის დეფიციტს განიცდის, რის გამოც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებითი მიწოდებების თაობაზე. მაგალითად, 25 სექტემბერს ყაზახეთის ენერგეტიკის ვიცე-მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა ბენზინის მიწოდების გაზრდის მოთხოვნით — ასტანა კიდევ 70 ათასი ტონა ბენზინის დამატებას ითხოვს.
საწვავის წლიური მოხმარება ყირგიზეთში დაახლოებით 1,5 მილიონი ტონაა, საიდანაც 1,2 მილიონი ტონა იმპორტირებულია რუსეთიდან უბაჟოდ, განაცხადა იანვარში ნავთობით მოვაჭრეების ადგილობრივი ასოციაციის პრეზიდენტმა კანატ ეშატოვმა.
მოლდოვა, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული სააგენტოს 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რუსულ ბენზინს არ ყიდულობს, მაგრამ ქვეყანაში მოხმარებული დიზელის 15,6%-ს რუსეთის ფედერაციისგან იღებს.
რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები?
აკრძალვა რუსეთისთვის გრძელვადიან სტრატეგიად ვერ იმუშავებს, რადგან ამ შემთხვევაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დატვირთვა შემცირდება, კომპანიები ნედლი ნავთობის ექსპორტირებას შეეცდებიან და შემდეგ მისი ექსპორტის შეზღუდვაც გახდება საჭირო, მიაჩნია ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ექსპერტ სტანისლავ მიტრახოვიჩს.
„ეს არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი ღონისძიება. ვფიქრობ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება, შესაძლოა თვეები, და მიწოდებები აღდგება“, — ფიქრობს იგი.
ექსპერტ იგორ იუშკოვს კი მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ფერმერებს საწვავის შემცირებულ ფასად შეძენის დროს მისცემს, ან მოსავლის აღების კამპანიის ძირითადი ეტაპის დასრულებას დაელოდება, რის შემდეგაც შეზღუდვები გაუქმდება.
„ანუ, ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში”, — მიაჩნია იუშკოვს.
ალექსანდრ ფროლოვის აზრით, მეზობელ ქვეყნებს აქვთ საწვავის სხვა ქვეყნებიდან მიღების შესაძლებლობა, მაგალითად, საქართველოსა და აზერბაიჯანს საწვავის მიღება შეუძლიათ თურქეთიდან, ირანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ხოლო უზბეკეთსა და ტაჯიკეთს — ჩინეთიდან. თუმცა, სანამ ახალი მიწოდების ჯაჭვები აეწყობა, შეიძლება მიწოდების პრობლემები წარმოიშვას და, გარდა იმისა, რომ საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყება, შესაძლოა, რაღაც მომენტში სადმე დეფიციტიც გაჩნდეს“.
გარდა ამისა, როგორც იგორ იუშკოვი ამბობს, რუსეთში საწვავის შეძენა უფრო მომგებიანია, ვინაიდან „ნებისმიერი სხვა მიწოდება უფრო ძვირი იქნება, ვიდრე რუსული“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე