https://sputnik-georgia.com/20230928/rustavelis-teatri-145-sezons-sturuas-speqtaklit-gaxsnis-282743814.html
რუსთაველის თეატრი 145-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერით გახსნის
რუსთაველის თეატრი 145-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერით გახსნის
Sputnik საქართველო
წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის პირველი ნაწილი ერთ მოქმედებად. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T13:56+0400
2023-09-28T13:56+0400
2023-09-28T19:45+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23529/07/235290783_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_79df59d269171d18140c7ae1842bddb8.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის ეროვნული თეატრი 145-ე სეზონს 29 სექტემბერს გახსნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას სპექტაკლით "მიჯაჭვული პრომეთე", ნათქვამია თეატრის განცხადებაში. საიუბილეო სეზონის გახსნა რეჟისორმა რობერტ სტურუამ მითოლოგიური გმირის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლით გადაწყვიტა. რეჟისორი „მიჯაჭვულ პრომეთეზე" თითქმის წელიწად-ნახევარი მუშაობდა. სტურუა, რომელმაც რუსთაველის თეატრს 60 წელი მიუძღვნა, მიიჩნევს, რომ მითი პრომეთეს შესახებ თანამედროვე სამყაროშიც აქტუალურია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კუპატაძე და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23529/07/235290783_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_a8f3c7de93a14028d34bfd721dbbc84b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რუსთაველის თეატრი 145-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერით გახსნის
13:56 28.09.2023 (განახლებულია: 19:45 28.09.2023) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის პირველი ნაწილი ერთ მოქმედებად.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის ეროვნული თეატრი 145-ე სეზონს 29 სექტემბერს გახსნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას სპექტაკლით "მიჯაჭვული პრომეთე", ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
საიუბილეო სეზონის გახსნა რეჟისორმა რობერტ სტურუამ მითოლოგიური გმირის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლით გადაწყვიტა. რეჟისორი „მიჯაჭვულ პრომეთეზე" თითქმის წელიწად-ნახევარი მუშაობდა.
პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის პირველი ნაწილი – ტრაგიკული ფანტაზია ერთ მოქმედებად, რომელიც მოგვითხრობს სიყვარულზე, ღალატსა და მეგობრობაზე. მეორე ნაწილის პრემიერა ნოემბერში გაიმართება.
სტურუა, რომელმაც რუსთაველის თეატრს 60 წელი მიუძღვნა, მიიჩნევს, რომ მითი პრომეთეს შესახებ თანამედროვე სამყაროშიც აქტუალურია.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კუპატაძე და სხვ.