https://sputnik-georgia.com/20230928/raribasvili-minda-gagvirveba-gamovxato-ratom-daasanqcires-farcxalaze-282767920.html
ღარიბაშვილი: მინდა გაკვირვება გამოვხატო - რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე?
ღარიბაშვილი: მინდა გაკვირვება გამოვხატო - რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე?
Sputnik საქართველო
პრემიერმა ოთარ ფარცხალაძის გარშემო შექმნილი სიტუაცია „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს“ შეადარა. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T20:02+0400
2023-09-28T20:02+0400
2023-10-26T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476938_0:82:1024:659_1920x0_80_0_0_b500948f084bd3d6e2dd64e2641bb2b9.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. „გაუგებარი და აუხსნელია“, რატომ დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც ФСБ-მ გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ".პრემიერმა ფარცხალაძის გარშემო შექმნილი სიტუაცია „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს“ შეადარა.პრემიერის თქმით, მისთვის აგენტი და მოღალატეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. მაგრამ მისთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ საქართველოს ინტერესების საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა, აღნიშნა ღარიბაშვილმა.რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესის შეცვლაზე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი იყო არა კონკრეტულად ფარცხალაძეზე, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეებზე.„საუბარი ფარცხალაძეზე არ იყო, აქ იყო საუბარი მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ეროვნულ ბანკსა და სსფ-ს შორის მორიგი ტრანშის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს >>პრემიერმა აღნიშნა, რომ მას სჭირდება ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებები, რათა არ განმეორდეს ქართველი მოსამართლეების ისტორია, რომლებიც დასანქცირდნენ. ისინი კორუფციაში დაადანაშაულეს, მაგრამ ამავე დროს მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.„ვინმემ ნახა მტკიცებულება? მტკიცებულებები აუცილებელია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძე არ არის ოლიგარქი და საზოგადოებაზე გავლენას არ ახდენს.„კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი (რუსეთის), ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია“, – აღნიშნა პრემიერმა.ფარცხალაძე და სანქციებიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო, რომელიც ასევე დასანქცირებულია, „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ საქართველოზე რუსეთის "მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476938_136:0:1024:666_1920x0_80_0_0_384a0c597aa622ff30f8fe7478bc8526.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ღარიბაშვილი: მინდა გაკვირვება გამოვხატო - რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე?
20:02 28.09.2023 (განახლებულია: 15:09 26.10.2023) პრემიერმა ოთარ ფარცხალაძის გარშემო შექმნილი სიტუაცია „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს“ შეადარა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. „გაუგებარი და აუხსნელია“, რატომ დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც ФСБ-მ გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ".
„ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი. გაუგებარია. პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო – ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება? გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამის თაობაზე ღიად ვამბობ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ფარცხალაძის გარშემო შექმნილი სიტუაცია „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს“ შეადარა.
პრემიერის თქმით, მისთვის აგენტი და მოღალატეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. მაგრამ მისთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ საქართველოს ინტერესების საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესის შეცვლაზე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი იყო არა კონკრეტულად ფარცხალაძეზე, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეებზე.
„საუბარი ფარცხალაძეზე არ იყო, აქ იყო საუბარი მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მას სჭირდება ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებები, რათა არ განმეორდეს ქართველი მოსამართლეების ისტორია, რომლებიც დასანქცირდნენ. ისინი კორუფციაში დაადანაშაულეს, მაგრამ ამავე დროს მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
„ვინმემ ნახა მტკიცებულება? მტკიცებულებები აუცილებელია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძე არ არის ოლიგარქი და საზოგადოებაზე გავლენას არ ახდენს.
„კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი (რუსეთის), ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია“, – აღნიშნა პრემიერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო, რომელიც ასევე დასანქცირებულია, „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ საქართველოზე რუსეთის "მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.