https://sputnik-georgia.com/20230928/premieri-lavrovis-gancxadebis-sesaxeb-282767741.html
რა სკანდალი ნახეთ ამაში? - პრემიერი ლავროვის განცხადებაზე
რა სკანდალი ნახეთ ამაში? - პრემიერი ლავროვის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
რუსეთმა 2023 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე მოხსნა პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა ორ ქვეყანას შორის. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T19:41+0400
2023-09-28T19:41+0400
2023-10-26T15:07+0400
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველოში
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_0:0:964:543_1920x0_80_0_0_ed84fed879288f334454b5eeff5121ef.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება საქართველოს მთავრობასთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმებაზე – ეს ფაქტის კონსტატაციაა და ამაში სკანდალური არაფერია, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.ლავროვმა 28 სექტემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა დაინახა – საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებით, ისინი „ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდნენ ფრენების აღდგენის შესახებ და გააუქმეს სავიზო რეჟიმი“.ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იცრუა მან მანამდე, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე და ეს ოფიციალურ თბილისთან წინასწარ არ შეუთანხმებია.პრემიერმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ უვიზო რეჟიმის აღდგენა და პირდაპირი ფრენების აღდგენა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ დაეთანხმება ფრენების აღდგენას, მაგრამ იფრენენ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ეს მიუღებელია: პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ლატვიის მოწოდებაზე>>სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2023 წლის ოქტომბერში ზრდის პირდაპირი ფრენების რაოდენობას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და, მოსკოვის გარდა, საქართველოს ქალაქებში რეისებს შეასრულებს მინვოდიდან და სოჭიდანსამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნეს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_40:0:964:693_1920x0_80_0_0_61857eaca0a47a1e8220f202d1cc696d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
რა სკანდალი ნახეთ ამაში? - პრემიერი ლავროვის განცხადებაზე
19:41 28.09.2023 (განახლებულია: 15:07 26.10.2023) რუსეთმა 2023 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე მოხსნა პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა ორ ქვეყანას შორის.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება საქართველოს მთავრობასთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმებაზე – ეს ფაქტის კონსტატაციაა და ამაში სკანდალური არაფერია, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ლავროვმა 28 სექტემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა დაინახა – საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებით, ისინი „ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდნენ ფრენების აღდგენის შესახებ და გააუქმეს სავიზო რეჟიმი“.
„დღეს რაც სერგეი ლავროვმა თქვა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან. ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიას. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში?!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იცრუა მან მანამდე, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე და ეს ოფიციალურ თბილისთან წინასწარ არ შეუთანხმებია.
პრემიერმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ უვიზო რეჟიმის აღდგენა და პირდაპირი ფრენების აღდგენა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
„ლავროვის განცხადება არის დადასტურება იმ ფაქტისა, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ის განცხადება გააკეთა, ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია. რაც წაადგება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, კარგია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ დაეთანხმება ფრენების აღდგენას, მაგრამ იფრენენ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2023 წლის ოქტომბერში ზრდის პირდაპირი ფრენების რაოდენობას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და, მოსკოვის გარდა, საქართველოს ქალაქებში რეისებს შეასრულებს მინვოდიდან და სოჭიდან
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნეს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.