https://sputnik-georgia.com/20230928/otmeni-natsistskuyu-kanadu--282754956.html
მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“ ჰეშთეგი #отменинацистскуюканаду აამუშავა
მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“ ჰეშთეგი #отменинацистскуюканаду აამუშავა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“, მას შემდეგ, რაც კანადის პარლამენტში ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ SS-ელ... 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T15:33+0400
2023-09-28T15:33+0400
2023-09-28T20:20+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კანადა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282752367_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_136b9524cd1943b21621ad1bca64cb5f.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“, მას შემდეგ, რაც კანადის პარლამენტში ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ SS-ელ იაროსლავ ჰუნკას მიაგეს პატივი, აამოქმედა ჰეშთეგი #отменинацистскуюканаду.„როსია სეგოდნია“ მოუწოდებს ყველას, „ვინც პატივს სცემს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას“, მონაწილეობა მიიღოს ჟურნალისტების მიერ ინიცირებულ აქციაში.ამასთან აღინიშნება, რომ მედიაჯგუფში შემავალი რესურსები მომხდართან დაკავშირებულ მასალებსა და მისი მონაწილე პოლიტიკოსების განცხადებებს რუსული და ინგლისური ჰეშთეგებით — #отменинацистскуюканаду და #cancelnazicanada მონიშნავენ.ჰუნკას ინციდენტი22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. იაროსლავ ჰუნკას პარლამენტში მიწვევაზე პასუხისმგებლობა თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ აიღო და გადადგომაზე განცხადება დაწერა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში პარლამენტის სახელით.
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282752367_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_ff878ad317355a07023686ced4b458e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კანადა , პოლიტიკა
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კანადა , პოლიტიკა
მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“ ჰეშთეგი #отменинацистскуюканаду აამუშავა
15:33 28.09.2023 (განახლებულია: 20:20 28.09.2023) თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“, მას შემდეგ, რაც კანადის პარლამენტში ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ SS-ელ იაროსლავ ჰუნკას მიაგეს პატივი, აამოქმედა ჰეშთეგი #отменинацистскуюканаду.
„თავისი ქმედებებით, აშკარად შავის გათეთრების მცდელობით კანადამ ტოლობის ნიშანი დასვა თავის სახელწოდებასა და სიტყვა „ნაციზმს“ შორის. ჩვეულებრივი ნაციზმი სწორედ ასეთია. დაფარვა, აშკარად ხილულის არშემჩნევა, ცნებების ჩანაცვლება — ის, რაც მოკავშირეებისთვის ომის დასაწყისში იყო დამახასიათებელი, ახლაც იჩენს თავს. ჩვენ ვაუქმებთ ამგვარ ქცევას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სანქციებისა და შეზღუდვებისა, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ ესოდენ შემაძრწუნებელ სიტუაციაში საკუთარი სამოქალაქო პოზიცია არ გამოვხატოთ. ჩვენ ვაუქმებთ არა ქვეყანასა და მის ხალხს, არამედ ასეთი ქცევის შესაძლებლობას, ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ზელენსკისთან ერთად მიესალმნენ ესესელს“, — განუცხადეს „რია ნოვოსტის“ მედიაჯგუფის პრეს-სამსახურში.
„როსია სეგოდნია“ მოუწოდებს ყველას, „ვინც პატივს სცემს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას“, მონაწილეობა მიიღოს ჟურნალისტების მიერ ინიცირებულ აქციაში.
ამასთან აღინიშნება, რომ მედიაჯგუფში შემავალი რესურსები მომხდართან დაკავშირებულ მასალებსა და მისი მონაწილე პოლიტიკოსების განცხადებებს რუსული და ინგლისური ჰეშთეგებით — #отменинацистскуюканаду და #cancelnazicanada მონიშნავენ.
22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა.
იაროსლავ ჰუნკას პარლამენტში მიწვევაზე პასუხისმგებლობა თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ აიღო და გადადგომაზე განცხადება დაწერა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში პარლამენტის სახელით.