მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიანგებმა ლეკვი გადაარჩინეს: უჩვეულო ფაქტი მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა

© courtesy of Badri Vadachkoria
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში ჭაობის ნიანგებმა გადაარჩინეს ლეკვი, რომელიც ქუჩის ძაღლების ხროვას გაურბოდა და მდინარე სავიტრიში ჩახტა, ნათქვამია Journal of Threatened Taxa-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნიანგები, როგორც წესი, ძაღლებზეც ნადირობენ, ამ შემთხვევაში მათ უჩვეულო „კეთილგანწყობა“ გამოიჩინეს და ლეკვი კი არ შეჭამეს, პირიქით, დინგების კვრით გარიყეს ნაპირზე — უსაფრთხო ადგილზე, სადაც ხროვა ვერ მისწვდებოდა.
მომხდარმა ძალიან დააინტერესა მეცნიერები, ვინაიდან ამგვარი ქცევა ნიანგებისთვის დამახასიათებელი არ არის. შეისწავლეს რა ფაქტები, სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნიანგს შესაძლოა ემოციური ინტელექტის ჩანასახი ჰქონდეს.

„ნიანგები თავდასხმისთვის შესაფერის მანძილზე იმყოფებოდნენ და ადვილად შეჭამდნენ ძაღლს, მაგრამ შეტევაზე არცერთი არ გადასულა. ამის ნაცვლად მათ ძაღლი ნაპირისკენ გარიყეს <...>. რეპტილიებმა გონივრული ქცევა ჩაიდინეს, რაც, შესაძლოა, სახეობათშორის ემპათიაზე მიუთითებდეს“, — ნათქვამია ზოოლოგების ნაშრომში.

თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ნიანგები უბრალოდ მშივრები არ იყვნენ.
ჭაობის ნიანგები, ინდოეთის გარდა, ბინადრობენ ირანში, ერაყში, პაკისტანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში. ისინი თავს კარგად გრძნობენ არა მხოლოდ წყალში, არამედ ხმელეთზეც, სადაც ძაღლებზე, გარეულ ტახებზე, მაიმუნებზე, კამეჩებსა და პითონებზე ნადირობენ.
ყველა ახალი ამბავი
0