https://sputnik-georgia.com/20230928/kvaracxelias-morigi-warmateba-282738510.html
გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი - კვარაცხელიას მორიგი წარმატება
გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი - კვარაცხელიას მორიგი წარმატება
Sputnik საქართველო
„ნაპოლი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, 30 სექტემბერს ის „ლეჩეს“ დაუპირისპირდება. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T11:00+0400
2023-09-28T11:00+0400
2023-09-28T17:59+0400
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294542_0:134:1426:936_1920x0_80_0_0_5f8c6b69d77fbc3395a0ff7b5ec05751.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია, რომელიც 6 თვესა და 9 დღეს გაგრძელდა, საბოლოოდ დასრულდა – გარემარბმა „უდინეზეს“ კარში გოლიც გაიტანა და ლამაზი საგოლე გადაცემაც გააკეთა.კვარაცხელიას ნახევარი წლის მანძილზე გოლი არ ჰქონდა გატანილი, ბოლო გოლი ფეხბურთელმა 19 მარტს იტალიის ჩემპიონატში „ტორინოს“ კარში გაიტანა. სკეპტიკოსებმა ფეხბურთელის კარიერაში არსებულ კრიზისზე დაიწყეს საუბარი.მაგრამ გუშინ კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩში ისეთი მონდომებით თამაშობდა, რომ აშკარა იყო, იგი მოედნის უგოლოდ დატოვებას არ აპირებდა. ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მოგებაში მთავარი როლი ითამაშა – გოლის გარდა, კლუბისთვის პენალტიც მოიპოვა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.„ნაპოლიმ“ მეტოქე პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით – 4:1 დაამარცხა.მეექვსე ტურის მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეხუთე ადგილზეა. რუდი გარსიას გუნდი შემდეგ მატჩს 30 სექტემბერს „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294542_0:0:1426:1069_1920x0_80_0_0_62755d61a78a50dad550e7b2351cdd99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი
გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი - კვარაცხელიას მორიგი წარმატება
11:00 28.09.2023 (განახლებულია: 17:59 28.09.2023) „ნაპოლი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, 30 სექტემბერს ის „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია, რომელიც 6 თვესა და 9 დღეს გაგრძელდა, საბოლოოდ დასრულდა – გარემარბმა „უდინეზეს“ კარში გოლიც გაიტანა და ლამაზი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
კვარაცხელიას ნახევარი წლის მანძილზე გოლი არ ჰქონდა გატანილი, ბოლო გოლი ფეხბურთელმა 19 მარტს იტალიის ჩემპიონატში „ტორინოს“ კარში გაიტანა. სკეპტიკოსებმა ფეხბურთელის კარიერაში არსებულ კრიზისზე დაიწყეს საუბარი.
მაგრამ გუშინ კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩში ისეთი მონდომებით თამაშობდა, რომ აშკარა იყო, იგი მოედნის უგოლოდ დატოვებას არ აპირებდა. ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მოგებაში მთავარი როლი ითამაშა – გოლის გარდა, კლუბისთვის პენალტიც მოიპოვა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„ნაპოლიმ“ მეტოქე პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით – 4:1 დაამარცხა.
მეექვსე ტურის მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეხუთე ადგილზეა. რუდი გარსიას გუნდი შემდეგ მატჩს 30 სექტემბერს „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.