მიმოხილვა: რუსული აქცენტი ბელგრადის იარაღის გამოფენაზე

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVIC
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
რუსეთსა და სერბეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა განსაკუთრებული ისტორიაა. მოსკოვი ტრადიციულად ეხმარება ბელგრადს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გამოფენის გახსნის დღეს, რომელიც სერბეთის დედაქალაქში 25-დან 28 სექტემბრამდე გაგრძელდება, „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი მოძმე ხალხების თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა, გამოცდილია დროითა და მრავალი სხვა გარე ფაქტორით“.
დღეს სერბეთში გლოვაა 24 სექტემბერს კოსოვოსა და მეტოჰიაში ოთხი ადამიანის დაღუპვის გამო. სერბეთის მოქალაქეები თვითგამოცხადებული კოსოვოს „პოლიციამ“ ნატოს ძალების (KFOR) სრული ხელშეწყობით დახოცა.
აშკარაა – დასავლეთი ცდილობს „ჩაკლას იუგოსლავია“, მთლიანად დაიმორჩილოს ბელგრადი, მაგრამ რუსეთი ამას ეფექტურად უშლის ხელს. Global Firepower-ის სამხედრო ძალის გლობალურ რეიტინგში სერბეთმა 61-დან 58-ე ადგილზე აიწია ერთი წლის განმავლობაში — ბელარუსსა და ბულგარეთზე მაღლა. რუსული იარაღი ხელს უწყობს სუვერენიტეტის შენარჩუნებას ნატოს საგარეო ზეწოლისა და მარიონეტული „კოსოვოს რესპუბლიკის“ რეპრესიული პრაქტიკის პირობებში. ამიტომ იარაღის გამოფენა „პარტნიორი 2023“ მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს.
სერბეთში წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ტანკები T-90S და T-90MS, ტანკების დამხმარე საბრძოლო მანქანა „ტერმინატორი“, მძიმე ცეცხლმფრქვევი სისტემა TOS-1A „სოლნცეპიოკი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ტორნადო-С“, მოდერნიზებული თვითმავალი ჰაუბიცა „მსტა-C“ და უკვე ლეგენდარული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „კორნეტი“.
სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტები დაინტერესებული არიან ბელგრადში წარმოდგენილი გამანადგურებლებით Су-35, Су-30СМЭ და МиГ-35, საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავით Як-130 და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით Ил-76MD-90A(Э).
სპეცოპერაციის ფონზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სადაზვერვო-მოიერიშე შვეულმფრენს Ka-52Э, სატრანსპორტო-საბრძოლო Ми-35М-სა და სამხედრო-სატრანსპორტო Ми-17-ს, ასევე უპილოტო აპარატ „ორიონ Э“-ს, „ორლან-10Е“-სა და „ორლან-30“-ს.
გაერდა ამისა, საზღვაო ძალების წარმომადგენლები ინტერესდებიან ჩქაროსნული სადესანტო და მოიერიშე კატარღებით BK-10, BK-16Э.
დიდია ინტერესი რუსული ცეცხლსასროლი იარაღის მიმართაც — ბელგრადში გამოფენილია კალაშნიკოვის ავტომატები AK-308 და AK-19, კალაშნიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ППК-20, ავტომატები „კორდი“ 6P68 და 6P67.

ბალკანეთის საზღვარი

ბოსნია-ჰერცეგოვინიდან არც ისე შორს ნატოს საერთაშორისო შტაბის უფროსმა იანუშ ადამჩაკმა ადრე „პარტნიორობის გაძლიერების საკითხები“ განიხილა.
პრეზიდენტი მილორად დოდიკი ჯერჯერობით ნეიტრალურად აკვირდება უკრაინული „პარტნიორობის“ შედეგებს და არსად ჩქარობს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებული ემზადება მაღალტექნოლოგიური მტრის უპილოტო შეტევებისთვის.
არაღიარებულ კოსოვოს რესპუბლიკაში არსებულ რთულ ვითარებას პერიოდულად ახლავს სროლები KFOR-ის ძალების მონაწილეობით (საერთაშორისო მისია ნატოს ეგიდით), და, მაინც, ბელგრადი აპირებს მტკიცედ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
სერბეთი ვაშინგტონისა და ბრიუსელის ზეწოლას ძირითადად რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის წყალობით უძლებს. მოსკოვი არ ცნობს „კოსოვოს რესპუბლიკას".
ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მოცულობა მუდმივად იზრდება „ყველა ტიპის შეიარაღებული ძალებისა და ჯარების სახეობების თემატიკით“. ის მოიცავს პირდაპირ მიწოდებებს, სამრეწველო პარტნიორობას, კოოპერაციას (რუსული საბრძოლო მოდულები სერბულ აღჭურვილობაზე მონტაჟდება).
რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკურმა თანამშრომლობამ სერბეთს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა თავდაცვისუნარიანობა ბოლო წლებში.
ბელგრადმა შეიძინა ექვსი Панцирь-С1, შვიდი Ми-35 და Ми-17 და 30 მოდერნიზებული ტანკი T-72MS. რუსეთმა სერბეთს აჩუქა ექვსი გამანადგურებელი МиГ-29 და 10 ჯავშანტრანსპორტიორი БРДМ-2МС. 2020 წლის შემოდგომაზე დაიდო შეთანხმება ბელგრადში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის შესახებ „სამხედრო-ტექნიკური დახმარებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხების ოპერატიულად გადაჭრისა და დახმარების აღმოჩენისთვის“.
სამხედრო სფეროში რუსეთ-სერბეთის დაახლოების ახალი ეტაპი 2014 წელს ბელგრადში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტით გაიხსნა. ხუთი წლის შემდეგ სერბეთის დედაქალაქში პუტინმა დაადასტურა რუსეთის განზრახვა, განაგრძოს სერბეთის დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.
დღეს შეერთებული შტატები და ნატო ვერ გაიმეორებენ ბელგრადის უგუნურ დაბომბვას, რაც 1999 წელს მოხდა — სერბეთის ავიაციისა და არტილერიის თავდასხმების შედეგად ათასობით ჯარისკაცის დაკარგვის ალბათობა ძალიან დიდია.
რუსეთის, ბელარუსის, ჩინეთისა და რიგი სხვა ქვეყნების მხარდაჭერა კოსოვოს ტურბულენტობისა და კოლექტიური დასავლეთის მტაცებლური ინსტინქტების კომპენსირებას ხდის შესაძლებელს. თუმცა 1990-იანი წლების სტილის საფრთხეები ბელგრადისთვის კვლავ რჩება. გამოიყენება არაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის მარიონეტული არმია, რომელსაც KFOR-ის 4-ათასიანი სამხედრო ჯგუფი აზღვევს.
26 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტმა KFOR-ის რაოდენობის გაზრდის წინადადება წამოაყენა. მანამდე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა მზადყოფნა ბალკანეთში „ნატოს ხელჯოხის“ გაძლიერების თაობაზე. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „ნატოს გაფართოების ევროპული კომიტეტის“ ხელმძღვანელი გიუნტერ ფელინგერი საერთოდ გასცდა ფარგლებს და 24 სექტემბერს უბრალოდ შესთავაზა ალიანსს „ბელგრადის ახლავე დაბომბვა“.
გაუთავებელი სამხედრო პროვოკაციები და კონფლიქტები აშშ-ისა და ნატოს სამშვიდობო საქმიანობის სტანდარტული ფორმატია. ასეთ შემთხვევებში რუსეთში ამბობენ, რომ „კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0