https://sputnik-georgia.com/20230928/guriasi-23-wlis-mamakaci-mokles-282770847.html
გურიაში 23 წლის მამაკაცი მოკლეს
გურიაში 23 წლის მამაკაცი მოკლეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T21:35+0400
2023-09-28T21:35+0400
2023-09-28T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276407115_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f295d900ce36c3850eaf6c60db49b08d.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.მასმედიის ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 15 წლამდე.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276407115_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_30fb5b868c26e811b94a3103b4071854.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გურია
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გურია
გურიაში 23 წლის მამაკაცი მოკლეს
21:35 28.09.2023 (განახლებულია: 22:54 28.09.2023) თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მასმედიის ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 15 წლამდე.