https://sputnik-georgia.com/20230928/entoni-blinkenma-scenaze-daukra-da-imrera-282751785.html
მუსიკალური დიპლომატია: ენტონი ბლინკენმა სცენაზე დაუკრა და იმღერა - ვიდეო
მუსიკალური დიპლომატია: ენტონი ბლინკენმა სცენაზე დაუკრა და იმღერა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სცენაზე გამოვიდა და ბენდთან ერთად შეასრულა ბლუზი, რითაც ახალი ინიციატივა... 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T14:26+0400
2023-09-28T14:26+0400
2023-09-28T19:52+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
სახელმწიფო დეპარტამენტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264699701_0:148:2748:1694_1920x0_80_0_0_8aad7543a988a2855a6d78a70daf926d.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სცენაზე გამოვიდა და ბენდთან ერთად შეასრულა ბლუზი, რითაც ახალი ინიციატივა „მუსიკალური დიპლომატია“ წარმოადგინა.ახალი კულტურული დიპლომატიის ინიციატივა სახელწოდებით Global Music Diplomacy Initiative (გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა) სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის.პრეზენტაციის ფარგლებში ბლინკენმა გიტარისტისა და ვოკალისტის როლი მოირგო და ანსამბლთან ერთად შეასრულა ბლუზის სტანდარტი Hoochie Coochie Man, რომელიც პირველად მადი უოტერსმა ჩაწერა 1950-იან წლებში.ბლინკენი თავის სოციალურ ქსელებში წერდა, რომ მოყვარული გიტარისტია, მაგრამ ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლაა, როგორც მუსიკოსისა და უმაღლესი თანამდებობის პირისა ერთად.როგორც ცნობილი ხდება, ინიციატივის ავტორებს ინგლისური ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით ამერიკული მუსიკისა და სიმღერების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასწავლო პროგრამებში ჩართვა სურთ.გარდა ამისა, ისინი ასევე იწყებენ ამერიკული მუსიკის მენტორობის პროგრამას (American Music Mentorship Program), რომელიც საშუალებას მისცემს საშუალო დონის არტისტებს, ჩავიდნენ შეერთებულ შტატებში და სპეციალისტებთან კონსულტაციები გაიარონ შემდგომი განვითარების მიზნით.პროგრამის პირველი ეტაპი 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264699701_146:0:2602:1842_1920x0_80_0_0_49fa0d7d30d001f668c619d3fbcbc36c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , სახელმწიფო დეპარტამენტი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , სახელმწიფო დეპარტამენტი, პოლიტიკა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სცენაზე გამოვიდა და ბენდთან ერთად შეასრულა ბლუზი, რითაც ახალი ინიციატივა „მუსიკალური დიპლომატია“ წარმოადგინა.
ახალი კულტურული დიპლომატიის ინიციატივა სახელწოდებით Global Music Diplomacy Initiative (გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა) სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის.
პრეზენტაციის ფარგლებში ბლინკენმა გიტარისტისა და ვოკალისტის როლი მოირგო და ანსამბლთან ერთად შეასრულა ბლუზის სტანდარტი Hoochie Coochie Man, რომელიც პირველად მადი უოტერსმა ჩაწერა 1950-იან წლებში.
ბლინკენი თავის სოციალურ ქსელებში წერდა, რომ მოყვარული გიტარისტია, მაგრამ ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლაა, როგორც მუსიკოსისა და უმაღლესი თანამდებობის პირისა ერთად.
„ინიციატივის მიზანია, გამოიყენოს საჯარო და კერძო პარტნიორობის შესაძლებლობები მუსიკალური ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანასწორობასა და შემოქმედებითობას, შექმნის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის კომუნიკეში.
როგორც ცნობილი ხდება, ინიციატივის ავტორებს ინგლისური ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით ამერიკული მუსიკისა და სიმღერების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასწავლო პროგრამებში ჩართვა სურთ.
გარდა ამისა, ისინი ასევე იწყებენ ამერიკული მუსიკის მენტორობის პროგრამას (American Music Mentorship Program), რომელიც საშუალებას მისცემს საშუალო დონის არტისტებს, ჩავიდნენ შეერთებულ შტატებში და სპეციალისტებთან კონსულტაციები გაიარონ შემდგომი განვითარების მიზნით.
პროგრამის პირველი ეტაპი 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.