https://sputnik-georgia.com/20230928/bruno-marsis-koncertis-games-avtobusebi-gamis-2-saatamde-imozraveben-282740263.html
ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები ღამის 02:00 საათამდე იმოძრავებენ
ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები ღამის 02:00 საათამდე იმოძრავებენ
Sputnik საქართველო
ცნობილი ამერიკელი მომღერლის კონცერტი „დინამო არენაზე" გაიმართება. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T12:41+0400
2023-09-28T12:41+0400
2023-09-28T18:52+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278379486_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_61e7bc74d46bc58ef8883fd73331feb0.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავის ბრუნო მარსის კონცერტისა და „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში 1 ოქტომბერს საქალაქო ავტობუსები გახანგრძლივებული დროით – 02:00 საათამდე იმოძრავებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მომღერალი კონცერტს 1 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენაზე" გამართავს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში. ამ დღეს ემთხვევა „თბილისობის" დღესასწაულიც, რომლის ღონისძიებები გვიან ღამემდე გრძელდება. მერიის ინფორმაციით, 1 ოქტომბრის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ N306, N308, N311, N315, N320, N327, N381, N386 და N 384 ავტობუსები. Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. ორწლიანი კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. ბრუნო მარსი, რომელიც არის გრემის 15 პრემიის, ოთხი Brit Awards-ის, გინესის ოთხი რეკორდის და მრავალრიცხოვანი მუსიკალური პრემიების მფლობელი, თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. მარსმა გაყიდა 130 მილიონზე მეტი ფირფიტა მთელ მსოფლიოში. გამოუშვა შვიდი სინგლი ნომერი ერთი Billboard Hot 100-ზე კარიერის დაწყებიდან (2010 წელი) და პირველ ხუთეულს ყველაზე სწრაფად მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შემსრულებელმა მამაკაცმა ელვის პრესლის შემდეგ. მასშტაბური ფესტივალების, გასტროლებისა და ცალკეული ჰიტების წყალობით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემსრულებლად რჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278379486_209:0:2726:1888_1920x0_80_0_0_e9b9ef128ae033699c54eb40e60db6f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები ღამის 02:00 საათამდე იმოძრავებენ
12:41 28.09.2023 (განახლებულია: 18:52 28.09.2023) ცნობილი ამერიკელი მომღერლის კონცერტი „დინამო არენაზე" გაიმართება.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავის ბრუნო მარსის კონცერტისა და „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში 1 ოქტომბერს საქალაქო ავტობუსები გახანგრძლივებული დროით – 02:00 საათამდე იმოძრავებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მომღერალი კონცერტს 1 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენაზე" გამართავს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში. ამ დღეს ემთხვევა „თბილისობის" დღესასწაულიც, რომლის ღონისძიებები გვიან ღამემდე გრძელდება.
„სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის" დღესასწაულს. როგორც Starring Georgia-ს წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობა კონცერტის ღამეს ღამის 2 საათამდე", – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, 1 ოქტომბრის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ N306, N308, N311, N315, N320, N327, N381, N386 და N 384 ავტობუსები.
Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. ორწლიანი კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება.
ბრუნო მარსი, რომელიც არის გრემის 15 პრემიის, ოთხი Brit Awards-ის, გინესის ოთხი რეკორდის და მრავალრიცხოვანი მუსიკალური პრემიების მფლობელი, თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.
მარსმა გაყიდა 130 მილიონზე მეტი ფირფიტა მთელ მსოფლიოში. გამოუშვა შვიდი სინგლი ნომერი ერთი Billboard Hot 100-ზე კარიერის დაწყებიდან (2010 წელი) და პირველ ხუთეულს ყველაზე სწრაფად მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შემსრულებელმა მამაკაცმა ელვის პრესლის შემდეგ.
მასშტაბური ფესტივალების, გასტროლებისა და ცალკეული ჰიტების წყალობით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემსრულებლად რჩება.