საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში პოლარიზაციის დამატებითი წყარო გახდა - „ქართული ოცნება"

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
დეპუტატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას და მისი არათანმიმდევრული ქმედებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი გააერთიანოს, ქვეყანაში პოლარიზაციის დამატებითი წყარო გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველია. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, საქართველომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შეასრულა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც მან 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე.

„ერთი შეხედვით, მისი მოვალეობაა (პრეზიდენტის ინსტიტუტის) ქვეყნის გაერთიანება და არა მისი პოლარიზაცია. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პოლარიზაციის დამატებითი წყარო გახდა", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას და მისი არათანმიმდევრული ქმედებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
ოპოზიციის პოზიცია
სხვა აზრს ემხრობიან საპარლამენტო ოპოზიციაში. პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის" წევრის ჰერმან საბოს აზრით, მიუხედავად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისა, ზურაბიშვილი ევროპაში სასურველი სტუმარია.

„ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, მას პატივით შეხვდნენ, მიუხედავად იმპიჩმენტისა, ის მაინც სასურველი სტუმარია ევროპაში. ძალიან კარგია, რომ იგი ევროპაში იმყოფება. თუ „ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული ადამიანი ამ დრომდე ხმამაღლა აცხადებს და იძახის, რომ გვინდა ევროპა და ჩვენს ხმას აჟღერებს, ამისთვის მხოლოდ მადლობას იმსახურებს", – განაცხადა საბომ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათს, 25 სექტემბერს ტალინში შეხვედრა გამართა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა, 27 სექტემბერს კი დაგეგმილია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრა, რომელიც ვილნიუსში გაიმართება.
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
მისთვის სულ ერთია - იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება>>>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0