https://sputnik-georgia.com/20230927/wulukianma-tbilisis-konservatoriis-reqtoris-arcevnebi-gaauqma-282720147.html
კულტურის მინისტრმა თბილისის კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი შეაჩერა
კულტურის მინისტრმა თბილისის კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი შეაჩერა
Sputnik საქართველო
მინისტრის გადაწყვეტილებამ კონსერვატორიის სტუდენტების, ასევე ესტრადის წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T16:33+0400
2023-09-27T16:33+0400
2023-09-27T20:49+0400
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/22/244632254_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3672eb793fbb4a316eeb1e258bf42d54.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რექტორის არჩევნების პროცედურა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმებულია. წულუკიანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმებია გასატარებელი, რათა სტუდენტებმა უფრო ხარისხიანი განათლება მიიღონ. წულუკიანის აზრით, სწავლებაში ხარვეზებია არა აკადემიური პერსონალის, არამედ სასწავლებლის ხელმძღვანელობის გამო. მინისტრი დარწმუნებულია, რომ რექტორის არჩევნების პროცესი არსებითი სამართლებრივი დარღვევებით ჩატარდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი რექტორის ნანა შარიქაძის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა. კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. უფრო ადრე კონსერვატორიის წარმომადგენლები რეფორმებსა და საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას მოითხოვდნენ. არჩევნების პროცედურის შეცვლის გადაწყვეტილებამ კონსერვატორიის სტუდენტების, ასევე ქართული ესტრადის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია. უკმაყოფილო ადამიანებმა კონსერვატორიის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ შორის, ვინც აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, რათა „ეზრუნათ კონსერვატორიის დამოუკიდებლობისთვის", იყვნენ ცნობილი პიანისტები გიორგი გიგაშვილი და ირმა გიგანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/22/244632254_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_d902dcc1e19574890eaf65fcf8b3b104.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
კულტურის მინისტრმა თბილისის კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი შეაჩერა
16:33 27.09.2023 (განახლებულია: 20:49 27.09.2023) მინისტრის გადაწყვეტილებამ კონსერვატორიის სტუდენტების, ასევე ესტრადის წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რექტორის არჩევნების პროცედურა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმებულია.
წულუკიანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმებია გასატარებელი, რათა სტუდენტებმა უფრო ხარისხიანი განათლება მიიღონ. წულუკიანის აზრით, სწავლებაში ხარვეზებია არა აკადემიური პერსონალის, არამედ სასწავლებლის ხელმძღვანელობის გამო. მინისტრი დარწმუნებულია, რომ რექტორის არჩევნების პროცესი არსებითი სამართლებრივი დარღვევებით ჩატარდა.
„სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე", – აღნიშნეს სამინისტროში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი რექტორის ნანა შარიქაძის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა.
კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. უფრო ადრე კონსერვატორიის წარმომადგენლები რეფორმებსა და საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას მოითხოვდნენ.
არჩევნების პროცედურის შეცვლის გადაწყვეტილებამ კონსერვატორიის სტუდენტების, ასევე ქართული ესტრადის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია. უკმაყოფილო ადამიანებმა კონსერვატორიის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ შორის, ვინც აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, რათა „ეზრუნათ კონსერვატორიის დამოუკიდებლობისთვის", იყვნენ ცნობილი პიანისტები გიორგი გიგაშვილი და ირმა გიგანი.