თუ ქალი მამაკაცის მარცხნივ წევს: რაზე მეტყველებს ადგილი საწოლში

© rawpixel.com / Jiraქალი და მამაკაცი
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ცოლ-ქმრის ცხოვრება გარკვეული წესებითა და ცრურწმენებით გაჯერებული ძალიან ფაქიზი სფეროა, რომელშიც ადამიანები ყველაფერს ითვალისწინებენ — როგორც წინაპრების გადმოცემებს, ისე თანამედროვე ოჯახის ფსიქოლოგების რჩევებს.
ერთ-ერთი ასეთი გასათვალისწინებელი თემა აღმოჩნდა ცოლისა და ქმრის ადგილი საწოლში, რაზეც ძველებს მყარად ფეხმოკიდებული რწმენა გააჩნდათ.
ამ რწმენის თანახმად, ცოლს საწოლში ქმრის მარჯვენა მხარეს უნდა ეძინოს, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ოჯახური ბედნიერება.
დიახ, წარსულში მიაჩნდათ, რომ მამაკაცს მარჯვენა მხარეს ის ქალი უნდა ჰყავდეს, რომელსაც უსაზღვროდ და უპირობოდ ენდობა (ამბობენ, რომ სწორედ აქედან წამოვიდა გამოთქმა „მარჯვენა ხელი“, რაც ერთგულებასა და საიმედოობას ნიშნავს). თუ ქალი მარცხნიდან მიუწვებოდა კაცს, ღალატი და ორგულობა გამორიცხული არ იყო.
სხვათა შორის, იგივეს ამტკიცებენ ფენშუის სპეციალისტებიც. ამ სწავლების თანახმად, მარჯვენა მხარე — ეს ქალური არსი, მისი უნიკალური ენერგიაა. ამიტომაც როდესაც ქალი საწოლის მარცხენა მხარეს წვება, ეს ენერგია ითრგუნება.
უფრო მეტიც, ძველ იაპონიასა და ჩინეთში მიიჩნეოდა, რომ თუ ქალი ქმრის მარცხნივ იწვებოდა, დაორსულებასა და შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა.
რაც შეეხება ქრისტიანულ სამყაროს, აქ განსხვავებული წესებია დამკვიდრებული. რელიგიური ტრადიციის მიხედვით, ცოლქმრულ ცხოვრებაში ცოლი ყოველთვის ქმრის მარცხნივ უნდა მიდიოდეს. ასე ხდება ჯვრისწერის დროსაც — ეკლესიაში პატარძალი აუცილებლად საქმროს მარცხნივ უნდა დადგეს.

რას ამბობს ევოლუციური ფსიქოლოგია

ამბობენ, რომ ისრაელის სპეცსამსახურების აგენტები ყურადღებით სწავლობენ ევოლუციურ ფსიქოლოგიას და აკვირდებიან, რომელ მხარეს დგება ან წვება ქალი მამაკაცისგან. სწორედ ამ გზით ასკვნიან, რა სახის ურთიერთობა აქვთ ამ ადამიანებს რეალურად.
საქმე ისაა, რომ ევოლუციამ ადამიანებს სხეულის „მიმნდობი“ და „თავდაცვითი“ მხარეები ჩამოუყალიბა, და თავის სიმპათიასა თუ ანტიპათიას ადამიანი იმით ავლენს, თუ რომელ მხარს „უშვერს“ სხვას.
მაგალითად, მემარჯვენე (არაცაცია) მამაკაცის თავდაცვითი მხარე მარჯვენაა. ამიტომ თუ ის საწოლში თავად ირჩევს ისეთ ადგილს, რომ ქალი მის მარჯვნივ აღმოჩნდება, ე.ი. დიდად არ ენდობა მას.
რაც შეეხება ქალს, თუ მემარჯვენე (არაცაცია) ქალი მარცხენა გვერდზე წვება სახით მამაკაცისკენ, „მოსადის“ აგენტების მტკიცებით, ე.ი. ეს კაცი ამ ქალის საყვარელი ადამიანი არ არის.
მოსადელების თქმით, ნამდვილად მოსიყვარულე წყვილი ერთმანეთს „მიმნდობ“ მხარეს უშვერს: მამაკაცი — მარცხენას, ქალი კი მისკენ მარჯვენა გვერდზე ტრიალდება. ამ გზით წყვილი ერთ მთლიანობად იქცევა და ერთად „იცავს“ თავს გარე სამყაროსგან.

რას ამბობს მეცნიერება?

თანამედროვე მეცნიერება ქალისა და მამაკაცის ადგილს საწოლში მკაფიოდ არ განსაზღვრავს. თუმცა ბრიტანელმა მარკეტოლოგებმა ელიტური ავეჯის მწარმოებლის დაკვეთით საინტერესო კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ადამიანების უმეტესობას, ასაკის, სქესისა და საქორწინო სტატუსის მიუხედავად, საწოლის მარცხენა მხარეს უყვარს წოლა. როგორც რესპონდენტები ამბობდნენ, ასე უფრო ღრმად სძინავთ და დილით კარგად გამოძინებული იღვიძებენ.
ამის შემდეგ დამკვეთებმა ფსიქოლოგებს სთხოვეს განმარტება. ფსიქოლოგების ვერსიით, ეს ყველაფერი შუა საუკუნეების ყოფითი ცრურწმენის გავლენაა — თითქოს საწოლის მარჯვენა მხარეს მწოლ ადამიანებს დემონები და ავი სულები სტუმრობენ. ეს რწმენა საუკუნეთა განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას და იმდენად მყარად გაჯდა ცნობიერებაში, რომ ადამიანები ინტუიციურად ირჩევენ საწოლის „უსაფრთხო“ მარცხენა მხარეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მეცნიერებისთვის მთავარი არა საწოლის მხარე, არამედ ღრმა და ჯანსაღი ძილია. კიდევ ის, რომ თუ ადამიანს გვერდულად უყვარს ძილი, მარცხენა გვერდზე არ უნდა დაწვეს, რათა შინაგანი ორგანოები გულს არ დააწვეს.
ყველა ახალი ამბავი
0