მიმდინარეობს თბილისი-თიანეთის გზის რემონტი

© Roads Department of Georgiaთბილისი-თიანეთის გზა
თბილისი-თიანეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
გზის სარემონტო სამუშაოები იწყება თბილისში, შემდეგ გაივლის მამკოდისა და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (გლდანი)–თიანეთის საავტომობილო გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რემონტი სახელმწიფო ბიუჯეტს 25 მილიონი ლარი დაუჯდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება სამ ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა.
© Courtesy of Roads Department of Georgiaთბილისი-თიანეთის გზა
Автодорога Тбилиси - Тианети - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
თბილისი-თიანეთის გზა
სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება, შემდეგ გაივლის სოფელ მამკოდისა და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.
სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. გზის რეაბილიტაციის შემდეგ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.
ყველა ახალი ამბავი
0