https://sputnik-georgia.com/20230927/tata-qatamadze-balerina-blogeri-282711363.html
ცეკვა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქს უძღვნი - მოგზაური ბალერინის ბლოგები
ცეკვა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქს უძღვნი - მოგზაური ბალერინის ბლოგები
Sputnik საქართველო
მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ის ბლოგებში ათავსებს. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T13:06+0400
2023-09-27T13:06+0400
2023-09-27T16:46+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546777_0:16:1000:579_1920x0_80_0_0_902a202eaf6060277a04841be3b42b03.jpg
თავის ერთ-ერთ ბლოგში წერს: „მჯერა, რომ მთავარი – მოუსვენრობა და გადაადგილებაა. მივხვდი, რომ ერთ ადგილზე უბრალოდ ვერ ვჩერდები და არაფერი გამომდის. მხოლოდ მოძრაობაში მიაგნებ სამყაროს საიდუმლოებების საცავებს“. საბალეტო დასის მსახიობი, პროფესიონალი ბალერინა ტატა ქათამაძე ამავე დროს ბლოგერიცაა. უყვარს მოგზაურობა, რადგან თვლის, რომ მისი ცხოვრება მშვენიერი სწორედ პირველივე მოგზაურობიდან გახდა. ამ გატაცების დაკავშირებას პროფესიასთან იმით ახერხებს, რომ ყოველი ვოიაჟის დროს, რომელ ქვეყანაშიც ჩადის, თავისი ცეკვის ვიდეოს იღებს. - ტატა, რამდენი წლის იყავით, როცა საბალეტო ხელოვნების სამყაროში შეაბიჯეთ?- იმ სამყაროში შესვლისთანავე ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. დამავიწყდა ვინ ვარ და მანამდე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მთელი გონება ყირაზე დადგა. ეს მოხდა მაშინ, როცა ჩემმა დამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიმიყვანა. ათი წლის ვიყავი. ის ჟურნალისტი იყო და სიუჟეტს ამზადებდა. მახსოვს, დარბაზებიდან გამოსული მუსიკის ხმა, გადაწეული თმები, გაჭიმული ფეხები, სიფრიფანა გოგონები. ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია. მივხვდი, რომ ცხოვრებაში სხვა არაფრის კეთება აღარ მინდოდა და იმ წუთიდან აღარც მაინტერესებდა. ჩემი სცენური ცხოვრება ბალეტის სამყაროში სასწავლებლიდან იწყება, როცა დიდ სპექტაკლებში პატარა როლებით მონაწილეობ.- თქვენი წარმატებული როლებიდან რომელს გაიხსენებთ?- საქართველოს საბალეტო დასში მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ბრწყინვალე დადგმებში მიმეღო მონაწილეობა. ყველაზე ძვირფასი და აღსანიშნავი როლები ირჟი კილიანის სპექტაკლებში Falling Angels და Six Dances მაქვს შესრულებული. ეს ამ საუკუნის გენიალური, თანამედროვე ბალეტებია, რომელში მონაწილეობაზეც ყველა ბალერინა ოცნებობს მთელ მსოფლიოში. იღბლიანად მივიჩნევ საკუთარ თავს, რადგან წილად მხვდა ასეთი დიდი ბედნიერება.- როდის და რატომ დაიწყეთ ბლოგერობა?- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა გადაცემა მოგზაურობაზე ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ხეტიალი ჩემსავით უყვარს. პანდემიამ ბევრი ოცნება შეაფერხა და სულ ისე რომ არ დავრჩენილიყავი, ბავშვობის ოცნებებზე გადასვლა ვარჩიე. გულწრფელი ენთუზიაზმით შევუდექი საქმიანობას და ერთ დღესაც კამერასთან პირისპირ აღმოვჩნდი. როცა ჩემი გატაცებები – მოგზაურობა და წერა პროფესიებთან – ცეკვასთან და რეჟისურასთან გავაერთიანე. ამ სინთეზის შედეგად დაიბადა Tataka Travel Poetry „ინსტაგრამზე“. ეს უფრო ხელოვნების გვერდია, სადაც ჩემი პატარ-პატარა შემოქმედებითი ენერგიის გაზიარება ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს. არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რისკენაც ვისწრაფვი, ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა.- რატომ მოგზაურობთ, რას ცვლის ეს თქვენთვის?- მე ვმოგზაურობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვცხოვრობ, რომ ვიმოგზაურო. ცხოვრება პირველივე მოგზაურობიდან გახდა მშვენიერი. მთავარია, ვინ და როგორი დაბრუნდები იქიდან. ჩემთვის ქვეყნიდან თითოეული გასვლა განათლებისა და განვითარების წყაროა. დასასვენებლად, მგონი, არც ერთი შვებულება არ გამომიყენებია. ერთხელ იყო – პირველი და უკანასკნელი ათდღიანი All-inclusive თურქეთში. დანარჩენი სულ აღმოჩენები და თავგადასავლებია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე პირველად იაპონიამ მოახდინა, ბოლოს – ტანზანიამ.- მოგზაურობის დროს რაიმე ტრადიცია ხომ არ ჩამოგიყალიბდათ?- რთულია ცხოვრობდეს შენში ბალერინა და ეს არაფერში გამომჟღავნდეს. თუ არ მოძრაობ და მოუსვენარი ადამიანი არ ხარ, ცხოვრების რუტინას ეგუები და საკუთარ ვნებებს შორდები. ამიტომ ტრადიციად მექცა ის, რომ როცა ვმოგზაურობ, მცირე Dance Performance ვუძღვნი ხოლმე იმ ქალაქს, სადაც ვმოგზაურობ. მე მყავს განსაკუთრებული მეგობარი, ვინც ძალიან დამეხმარა ჩემი „ერთი მსახიობის თეატრის" ჩამოყალიბებაში. ამ ლამაზი ვიდეოების ოპერატორი, დათკა, ის ადამიანია, ვინც პირველად დაიჭირა ხელში კამერა, როდესაც ვიდეოს გადაღება გადავწყვიტეთ. მას შემდეგ ისე გაგვიტაცა ამ პროცესმა, რომ ყველა მოგზაურობის დროს ერთ დღეს გადაღებას ვუთმობთ. ამას შემოქმედებით გასვლას ვეძახით. რასაც მოგზაურობის დროს ვაგროვებ – ადამიანები და თავგადასავლებია...ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546777_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b3ff386bfadf42ce19cd7dd75bcf1726.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ინტერვიუ
საქართველო, კულტურა საქართველოში, ინტერვიუ
ცეკვა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქს უძღვნი - მოგზაური ბალერინის ბლოგები
13:06 27.09.2023 (განახლებულია: 16:46 27.09.2023) მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ის ბლოგებში ათავსებს.
თავის ერთ-ერთ ბლოგში წერს: „მჯერა, რომ მთავარი – მოუსვენრობა და გადაადგილებაა. მივხვდი, რომ ერთ ადგილზე უბრალოდ ვერ ვჩერდები და არაფერი გამომდის. მხოლოდ მოძრაობაში მიაგნებ სამყაროს საიდუმლოებების საცავებს“. საბალეტო დასის მსახიობი, პროფესიონალი ბალერინა ტატა ქათამაძე ამავე დროს ბლოგერიცაა. უყვარს მოგზაურობა, რადგან თვლის, რომ მისი ცხოვრება მშვენიერი სწორედ პირველივე მოგზაურობიდან გახდა. ამ გატაცების დაკავშირებას პროფესიასთან იმით ახერხებს, რომ ყოველი ვოიაჟის დროს, რომელ ქვეყანაშიც ჩადის, თავისი ცეკვის ვიდეოს იღებს.
- ტატა, რამდენი წლის იყავით, როცა საბალეტო ხელოვნების სამყაროში შეაბიჯეთ?
- იმ სამყაროში შესვლისთანავე ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. დამავიწყდა ვინ ვარ და მანამდე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მთელი გონება ყირაზე დადგა. ეს მოხდა მაშინ, როცა ჩემმა დამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიმიყვანა. ათი წლის ვიყავი. ის ჟურნალისტი იყო და სიუჟეტს ამზადებდა. მახსოვს, დარბაზებიდან გამოსული მუსიკის ხმა, გადაწეული თმები, გაჭიმული ფეხები, სიფრიფანა გოგონები. ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია. მივხვდი, რომ ცხოვრებაში სხვა არაფრის კეთება აღარ მინდოდა და იმ წუთიდან აღარც მაინტერესებდა. ჩემი სცენური ცხოვრება ბალეტის სამყაროში სასწავლებლიდან იწყება, როცა დიდ სპექტაკლებში პატარა როლებით მონაწილეობ.
- თქვენი წარმატებული როლებიდან რომელს გაიხსენებთ?
- საქართველოს საბალეტო დასში მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ბრწყინვალე დადგმებში მიმეღო მონაწილეობა. ყველაზე ძვირფასი და აღსანიშნავი როლები ირჟი კილიანის სპექტაკლებში Falling Angels და Six Dances მაქვს შესრულებული. ეს ამ საუკუნის გენიალური, თანამედროვე ბალეტებია, რომელში მონაწილეობაზეც ყველა ბალერინა ოცნებობს მთელ მსოფლიოში. იღბლიანად მივიჩნევ საკუთარ თავს, რადგან წილად მხვდა ასეთი დიდი ბედნიერება.
- როდის და რატომ დაიწყეთ ბლოგერობა?
- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა გადაცემა მოგზაურობაზე ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ხეტიალი ჩემსავით უყვარს. პანდემიამ ბევრი ოცნება შეაფერხა და სულ ისე რომ არ დავრჩენილიყავი, ბავშვობის ოცნებებზე გადასვლა ვარჩიე. გულწრფელი ენთუზიაზმით შევუდექი საქმიანობას და ერთ დღესაც კამერასთან პირისპირ აღმოვჩნდი. როცა ჩემი გატაცებები – მოგზაურობა და წერა პროფესიებთან – ცეკვასთან და რეჟისურასთან გავაერთიანე. ამ სინთეზის შედეგად დაიბადა Tataka Travel Poetry „ინსტაგრამზე“. ეს უფრო ხელოვნების გვერდია, სადაც ჩემი პატარ-პატარა შემოქმედებითი ენერგიის გაზიარება ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს. არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რისკენაც ვისწრაფვი, ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა.
- რატომ მოგზაურობთ, რას ცვლის ეს თქვენთვის?
- მე ვმოგზაურობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვცხოვრობ, რომ ვიმოგზაურო. ცხოვრება პირველივე მოგზაურობიდან გახდა მშვენიერი. მთავარია, ვინ და როგორი დაბრუნდები იქიდან. ჩემთვის ქვეყნიდან თითოეული გასვლა განათლებისა და განვითარების წყაროა. დასასვენებლად, მგონი, არც ერთი შვებულება არ გამომიყენებია. ერთხელ იყო – პირველი და უკანასკნელი ათდღიანი All-inclusive თურქეთში. დანარჩენი სულ აღმოჩენები და თავგადასავლებია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე პირველად იაპონიამ მოახდინა, ბოლოს – ტანზანიამ.
- მოგზაურობის დროს რაიმე ტრადიცია ხომ არ ჩამოგიყალიბდათ?
- რთულია ცხოვრობდეს შენში ბალერინა და ეს არაფერში გამომჟღავნდეს. თუ არ მოძრაობ და მოუსვენარი ადამიანი არ ხარ, ცხოვრების რუტინას ეგუები და საკუთარ ვნებებს შორდები. ამიტომ ტრადიციად მექცა ის, რომ როცა ვმოგზაურობ, მცირე Dance Performance ვუძღვნი ხოლმე იმ ქალაქს, სადაც ვმოგზაურობ. მე მყავს განსაკუთრებული მეგობარი, ვინც ძალიან დამეხმარა ჩემი „ერთი მსახიობის თეატრის" ჩამოყალიბებაში. ამ ლამაზი ვიდეოების ოპერატორი, დათკა, ის ადამიანია, ვინც პირველად დაიჭირა ხელში კამერა, როდესაც ვიდეოს გადაღება გადავწყვიტეთ. მას შემდეგ ისე გაგვიტაცა ამ პროცესმა, რომ ყველა მოგზაურობის დროს ერთ დღეს გადაღებას ვუთმობთ. ამას შემოქმედებით გასვლას ვეძახით. რასაც მოგზაურობის დროს ვაგროვებ – ადამიანები და თავგადასავლებია...