https://sputnik-georgia.com/20230927/soxumis-dacemis-dge-saqartveloshi-dagupulta-xsovnas-pativs-miageben-282710644.html
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
Sputnik საქართველო
ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T11:00+0400
2023-09-27T11:00+0400
2023-09-27T16:01+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1b/270802049_0:631:2047:1782_1920x0_80_0_0_12d225f5a26e2c2d3a0488ff3542d0d2.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში დილიდან ხალხმრავლობაა — აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივის მისაგებად, მათი ოჯახების წევრების გარდა, ასევე მიდიან მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები, უბრალო მოქალაქეები.სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1b/270802049_0:90:2048:1625_1920x0_80_0_0_8860b73e79f5e0843e3deb9901498f52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
11:00 27.09.2023 (განახლებულია: 16:01 27.09.2023) ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში დილიდან ხალხმრავლობაა — აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივის მისაგებად, მათი ოჯახების წევრების გარდა, ასევე მიდიან მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები, უბრალო მოქალაქეები.
27 სექტემბერი გლოვის დღედ არის გამოცხადებული – ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.