ქუთაისში საზარელი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / სასწრაფო დახმარება ქუთაისში
სასწრაფო დახმარება ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. სამშაბათს ღამით ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამივე ერთ მანქანაში იმყოფებოდა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები.
ყველა ახალი ამბავი
0