https://sputnik-georgia.com/20230927/rusetma-antibritanuli-sanqciebi-gaafartova-282714148.html
რუსეთმა ანტიბრიტანული სანქციები გააფართოვა: სტოპ-სიას 23 კაცი დაემატა
რუსეთმა ანტიბრიტანული სანქციები გააფართოვა: სტოპ-სიას 23 კაცი დაემატა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვმა 23 ადამიანი დაამატა ბრიტანეთის მოქალაქეთა სიას, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ, ნათქვამია რუსეთის საგარეო... 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T14:15+0400
2023-09-27T14:15+0400
2023-09-27T18:04+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_afae9ace9109237ad7c2c6839d017b24.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვმა 23 ადამიანი დაამატა ბრიტანეთის მოქალაქეთა სიას, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, სიას, კერძოდ, დაემატნენ: ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი ენტონი რადაკინი, გაერთიანებული სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე მადლენ ალესანდრი, თავდაცვითი კომპანია BAE Systems-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კრესიდა ჰოგი და სხვები.პერსონალური შეზღუდვები ასევე ვრცელდება ბრიტანული ფსიქოლოგიური ცენტრების თანამშრომლებზე, რომლებიც „ჩართული არიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში“. მათ შორისაა თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტი, „ჰენრი ჯექსონის ფონდი“ და კვლევითი ინსტიტუტი Civitas.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „ლონდონის მტრული ქმედებების საპასუხოდ სტოპ-სიის გაფართოებაზე მუშაობა გაგრძელდება“.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_501:240:2911:2048_1920x0_80_0_0_f94c9b61d7060d4bccf20b456a3d6f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვმა 23 ადამიანი დაამატა ბრიტანეთის მოქალაქეთა სიას, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ,
ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ლონდონის მიერ ანტირუსული კურსის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც აქტიურად გამოიყენება პერსონალური სანქციების მექანიზმი და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსული „სტოპ სიის“ გაფართოების შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის, ჟურნალისტური კორპუსისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დამატებით (სულ 23 ადამიანი)“, — ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, სიას, კერძოდ, დაემატნენ: ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი ენტონი რადაკინი, გაერთიანებული სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე მადლენ ალესანდრი, თავდაცვითი კომპანია BAE Systems-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კრესიდა ჰოგი და სხვები.
პერსონალური შეზღუდვები ასევე ვრცელდება ბრიტანული ფსიქოლოგიური ცენტრების თანამშრომლებზე, რომლებიც „ჩართული არიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში“. მათ შორისაა თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტი, „ჰენრი ჯექსონის ფონდი“ და კვლევითი ინსტიტუტი Civitas.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „ლონდონის მტრული ქმედებების საპასუხოდ სტოპ-სიის გაფართოებაზე მუშაობა გაგრძელდება“.