https://sputnik-georgia.com/20230927/romeli-qucebi-emateba-zonalur-saatobriv-sistemas-tbilissi-282724131.html
ფასიანი პარკირების არეალი ფართოვდება - რომელი ქუჩები ემატება ზონალურ-საათობრივ სისტემას
ფასიანი პარკირების არეალი ფართოვდება - რომელი ქუჩები ემატება ზონალურ-საათობრივ სისტემას
Sputnik საქართველო
დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T18:57+0400
2023-09-27T18:57+0400
2023-09-27T21:35+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275685227_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_a25d43ecddcd14443f0bc1f0026d2120.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან დამატებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა. ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275685227_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_778195c3ba3c8c8c0f46777c0a2725dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ფასიანი პარკირების არეალი ფართოვდება - რომელი ქუჩები ემატება ზონალურ-საათობრივ სისტემას
18:57 27.09.2023 (განახლებულია: 21:35 27.09.2023) დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან დამატებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კერძოდ, 1 ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება ქუჩებზე: ჩუღურეთის რაიონში – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; მთაწმინდის რაიონში – ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში – კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია. ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მცხოვრებლებს, თუ ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა უფასოდ დააყენონ კუთვნილი ავტომანქანები საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან", – აღნიშნა კალაძემ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.