მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხანძარი საქორწილო დარბაზში: დაიღუპა და დაშავდა 450-ზე მეტი ადამიანი - ვიდეო

© AP Photo / Ugur Yildirim
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ერაყის პროვინცია ნინევიის ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზში ქორწილის დროს გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობამ 450 კაცს გადააჭარბა, იუწყება ერაყის „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოება.
მანამდე მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარს 100-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 150-ს მიაღწია.
არსებული ცნობით, ხანძრის მომენტში ქორწილს 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
როგორც ერაყის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ფოიერვერკის სროლა გახდა, რაც დამახასიათებელია ერაყული ქორწილებისთვის. მათი ვარაუდით, ფოიერვერკი დარბაზის მშენებლობაში გამოყენებულ იოლად აალებად მასალას მოხვდა, რის შემდეგაც ცეცხლმა იფეთქა და მთელ შენობას მალევე მოედო.
გავრცელებული ინფორმაციით, დარბაზში საერთოდ არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები. გარდა იმისა, რომ ის იოლად აალებადი, იაფფასიანი მასალით იყო აგებული, მას არც სათადარიგო გასასვლელები ჰქონდა. ხალხმრავლობის გამო დარბაზში ჭყლეტა დაიწყო, რამაც ასევე შეუწყო ხელი მსხვერპლის რაოდენობის ზრდას.
ნინევიის გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის შესახებ მონაცემები საბოლოო არ არის და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0