მეუფე შიო: იმ გზით ვიაროთ, რომელსაც გვაჩვენებს ქრისტეს ჯვარი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
ჯვრის ძალამ და მადლმა დაიფაროს, დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია, ამიტომაც მთავარია, რომ ჯვარი გამოვსახოთ ჩვენს გულში და იმ გზით ვიაროთ, რომელსაც გვაჩვენებს ქრისტეს ჯვარი, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე მამა შიომ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს.

„ჯვარი არის თვით ყოვლადწმინდა სამების გაცხადება – ასე გვასწავლიან ჩვენ წმინდა ეკლესია და ეკლესიის წმინდა მამები... როდესაც ვემთხვევით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ უფალს და ჯვრის ძალას, რომ მუდამ იყოს ჩვენთან, დაგვიფაროს და შეგვეწიოს ცხოვრებისეულ გზაზე, იმიტომ რომ ჩვენც გვინდა უფალ იესო ქრისტესთან ერთად ვიაროთ ღმერთის და მოყვასის თავგანწირული სიყვარულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები ერთდღიან მარხვას ინახავენ. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება.
ანანური - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
საეკლესიო კალენდარი: 27 სექტემბერი – ჯვართამაღლება
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის – ელენე დედოფლის ძალისხმევით იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასთვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება "ჯვართამაღლება".
ყველა ახალი ამბავი
0