https://sputnik-georgia.com/20230927/iswavle-da-dasaqmdi-tbilisis-meriis-programaze-registracia-daiwyo-282727146.html
„ისწავლე და დასაქმდი" - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
„ისწავლე და დასაქმდი" - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T19:37+0400
2023-09-27T19:37+0400
2023-09-27T21:45+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_107:343:1870:1335_1920x0_80_0_0_a67908b1e357522db9b464004fd03ca9.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას. პროგრამას წელს პირველად დაემატება კინოგამნათებლობისა და დეკორატიული ლესვის კურსები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან. პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან დღემდე დაახლოებით 8 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 ათასი მოქალაქის ჩართვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კურსების ჯამური თანხა შეადგენს 400 ათას ლარს. მიმდინარე სემესტრში გადამზადების კურსებს გაივლის 750-ზე მეტი ადამიანი. კურსებზე სწავლის ღირებულებას მთლიანად აფინანსებს თბილისის მერია. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს. თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_110:503:1219:1335_1920x0_80_0_0_a4a1fef971b2b1be6cb49fb642c33e6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„ისწავლე და დასაქმდი" - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
19:37 27.09.2023 (განახლებულია: 21:45 27.09.2023) პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ პორტალზე
www.dasakmdi.ge.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა არის უფასო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში", – განაცხადა კალაძემ.
პროგრამას წელს პირველად დაემატება კინოგამნათებლობისა და დეკორატიული ლესვის კურსები.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან.
პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან დღემდე დაახლოებით 8 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 ათასი მოქალაქის ჩართვა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კურსების ჯამური თანხა შეადგენს 400 ათას ლარს. მიმდინარე სემესტრში გადამზადების კურსებს გაივლის 750-ზე მეტი ადამიანი.
კურსებზე სწავლის ღირებულებას მთლიანად აფინანსებს თბილისის მერია. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს.
თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.