https://sputnik-georgia.com/20230927/gorshi-dasaqmebis-porumi-gaimarta-282715290.html
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T16:14+0400
2023-09-27T16:14+0400
2023-09-27T20:44+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
გორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:233:1201:908_1920x0_80_0_0_8abe437c8928411a5e5a3ca934d169dd.jpg
ცთბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 35-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმზე 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი – საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან. ფორუმის პარალელურად გაიმართა ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. მსგავსი ფორმატით დასაქმების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში.
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:120:1201:1020_1920x0_80_0_0_05ead7157a611bb473b5a3c4bd506f3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, გორი
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, გორი
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
16:14 27.09.2023 (განახლებულია: 20:44 27.09.2023) ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.
ცთბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 35-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმზე 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი – საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
„ფორუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა პროფესიული მასტერ-კლასებიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაცნობოდა თექაზე მუშაობისა და აქსესუარების დამზადების ტექნიკას", – განაცხადეს სააგენტოში.
ფორუმის პარალელურად გაიმართა ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. მსგავსი ფორმატით დასაქმების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში.