როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 27-29 სექტემბერს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
საქართველოში შემდეგი ორი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილი და უნალექო ამინდი იქნება თბილისში. აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.
ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: 25 სექტემბერი - 1 ოქტომბერი>>
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0