ამერიკაში 43 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

© AP Photo / Bryan Woolstonნიუ-იორკის პოლიცია
ნიუ-იორკის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში, ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში 43 წლის ქართველი მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა ბრუკლინში 9 სექტემბერს მოხდა. 43 წლის მამუკა ყულოშვილი საკუთარ სახლთან მომხდარი ჩხუბისას დაჭრეს და მიღებული ჭრილობების შედეგად ორი კვირის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასევე საქართველოს მოქალაქეა. მამაკაცები მეგობრები იყვნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირების დროს ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
დანაშაულში ეჭვმიტანილმა 43 წლის გიორგი ხაჯალიამ ყულოშვილს 15 ჭრილობა სამზარეულოს დანით თვითმხილველების თვალწინ მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული მალევე დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0