https://sputnik-georgia.com/20230926/ruset-ukrainis-konfliqti-282685650.html
მოსაზრება: რატომ აძლევს აშშ უკრაინას ცოტა ATACMS-ს
მოსაზრება: რატომ აძლევს აშშ უკრაინას ცოტა ATACMS-ს
Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 22 სექტემბერს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის 300 კმ-მდე რადიუსის რაკეტა ATACMS-ების შეზღუდული პარტიის მიწოდების თაობაზე... 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T14:36+0400
2023-09-26T14:36+0400
2023-09-26T18:41+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0c/268433595_95:306:1823:1278_1920x0_80_0_0_a130699dfd0248fadd9f3840aad9ea1b.jpg
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 22 სექტემბერს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის 300 კმ-მდე რადიუსის რაკეტა ATACMS-ების შეზღუდული პარტიის მიწოდების თაობაზე აცნობა.პარალელურად პენტაგონში აღნიშნეს, რომ აშშ-ს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების დიდი მარაგი არ აქვს. დიდი ხნის ნანატრი „სასწაულმოქმედი იარაღის" კიევისთვის გადაცემის მედიური აზრი ნათელია: ვაშინგტონი სასოწარკვეთილი ცდილობს, რომ კონფლიქტი პენტაგონის არსენალებში დარჩენილი იარაღით გაახანგრძლივოს, მიუხედავად ესკალაციის რისკისა.სააგენტო Bloomberg-ის ვარაუდით, თუ ATACMS-ის საბრძოლო გამოყენების ეფექტურობა დადასტურდება, ამ შემთხვევაში რაკეტების მწოდების მოცულობა გაიზრდება, ხოლო რუსეთი აშშ-სთვის „მტკივნეული მეთოდით არ ირეაგირებს“.გამოცემა Wall Street Journal მიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული რაკეტების მცირე პარტიის გადაცემა ძალთა ბალანსს არ შეცვლის უკრაინის ოპერაციების თეატრში, მაგრამ უბიძგებს გერმანიას, რომ ანალოგიური რადიუსის ფრთოსანი Taurus-ები მიაწოდოს კიევს (ბუნდესვერს 600 ასეთი რაკეტა აქვს). ბერლინი ხომ „ვაშინგტონთან ერთად მოძრაობას“ აპირებს.ასეთია რუსეთთან დასავლეთის მარიონეტული ომის „უსაფრთხო" ალგორითმი.შეერთებულმა შტატებმა ყველა მოდიფიკაციის დაახლოებით 4000 ATACMS დაამზადა. აქედან მინიმუმ 1.500 ერთეული ან მოკავშირეებზეა გაყიდული, ან გახარჯულია. დარჩენილია დაახლოებით 2.500 რაკეტა, რომლებიც უნდა განადგურდეს, რადგან პენტაგონი მალე მიიღებს 500 კმ რადიუსის ახალ PrSM Increments-ებს.შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის უკრაინა ტესტირებისა და უტილიზაციის პოლიგონად გადაიქცა, სადაც უკვე მეორე წელია სხვადასხვა ხარისხის წარმატებით გადის ტესტირებას ან ნადგურდება დასავლეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სხვადასხვა პროდუქცია: Stinger, HIMARS, Bradley, ნატოს ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო კამიკაძე დრონები, ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow და მომავალში გამანადგურებელი F-16-ები.ამერიკელები ინტერესით ელიან ATACMS-ების ბრძოლის შედეგებს რუსულ Бук-М3-თან, Тор-М2-თან, Панцирь-С1-თან და С-300В4-თან. რა თქმა უნდა, საბრძოლო ეფექტურობის თვალსაზრისით, რაკეტა ATACMS-ს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რუსულ ანალოგს — Исканедр-М-ს, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია.ოცდაათი წელი გამარჯვების გარეშესისტემა Army Tactical Missile System აშშ-ის არმიის შეარაღებაში 1990 წელს შევიდა. ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის ხაზი სამეთაურო პუნქტებისა და საკომუნიკაციო ცენტრების, სარაკეტო კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტების, არსენალებისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობების გასანადგურელადაა შექმნილი მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში.ATACMS-ების საბრძოლო გამოყენება ერაყში („უდაბნოს ქარიშხალი“ 1991 წ.) ნათელი ფურცლებით არ გამოირჩეოდა, ისევე, როგორც მომდევნო 30 წლის განმავლობაში.Lockheed Martin-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა M142 HIMARS-დან ან M270 MLRS-დან იშვება.რაკეტა MGM-140A-ს კასეტური ქობინი, რომლის მოქმედების მანძილი 165 კმ-მდეა, დაახლოებით 950 ქვესაბრძოლო მასალას (560 კგ) ატარებს ცოცხალი ძალისა და უჯავშნო ტექნიკის გასანადგურებლად.ანალოგიური დანიშნულებისაა რაკეტა MGM-140B, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კმ-მდეა და 300-მდე ქვესაბრძოლო მასალას შეიცავს.რაკეტა MGM 164A, რომლის მოქმედების რადიუსი 140 კილომეტრამდეა, 13 თვითდამიზნებადი საბრძოლო ელემენტითაა აღჭურვილი (450 კგ) დაჯავშნული სამიზნეებისა და კარგად დაცული საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. მოდიფიკაცია MGM 164B უფრო მსუბუქია (268 კგ) საბრძოლო ელემენტების ექვსამდე შემცირების გზით. მონობლოკურ ფუგასურ საბრძოლო ნაწილს მხოლოდ MGM-168A ატარებს.ყველა რაკეტა მყარ საწვავზე მუშაობს, აქვთ დამიზნების ინერციული სისტემა, მაგრამ ძველი მოდიფიკაციები სიზუსტით არ გამოირჩევა.რა ტიპის რაკეტებს მიიღებს უკრაინა, ჯერჯერობით უცნობია.შეერთებულმა შტატებმა ახალი ATACMS-ების შეძენა-წარმოება 2007 წელს შეწყვიტა. ათი წლის შემდეგ პენტაგონმა ძველი რაკეტების მოდერნიზაციის პროექტი აამუშავა და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ექსპლუატაცია ამერიკის არმიაში კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება — სანამ მარაგი არ ამოიწურება ან შენახვის ვადა არ გავა.პენტაგონს 600-ზე მეტი „მზიდი“ აქვს — 225 საბრძოლო მანქანა M270 და დაახლოებით 400 ახალი M142.ATACMS-ები ასევე შედის საბერძნეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ კორეის შეიარაღებაში. ამასთან სამხრეთ კორეას ყველაზე დიდი პარკი აქვს — 58 M270 (M270A1) და MGM-140A-ს ტიპის რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგიც.ლიდერთა რიცხვში მოხვედრისკენ ისწრაფვის რუმინეთიც, რომელიც 54 M142 HIMARS-ის და რაკეტების დიდი რაოდენობის მიღებას ცდილობს. პოლონეთს რამდენიმე ათეული M142-ის შეძენის იმედი აქვს.უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტებისა და გამანადგურებელ F-16-ის მიწოდებით ვაშინგტონი ცდილობს ნატოს რესურსების სასტიკი დეფიციტი აანაზღაუროს რუსეთთან ხანგრძლივი შეიარაღებული ბრძოლისთვის. და უგუნურად უბიძგებს მოსკოვს, პირდაპირი და მტკივნეული პასუხი გასცეს აშშ-სა და ნატოს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0c/268433595_388:261:1745:1278_1920x0_80_0_0_afb0316b3a1751398f8532e42d30487e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 22 სექტემბერს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის 300 კმ-მდე რადიუსის რაკეტა ATACMS-ების შეზღუდული პარტიის მიწოდების თაობაზე აცნობა.
პარალელურად პენტაგონში აღნიშნეს, რომ აშშ-ს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების დიდი მარაგი არ აქვს. დიდი ხნის ნანატრი „სასწაულმოქმედი იარაღის" კიევისთვის გადაცემის მედიური აზრი ნათელია: ვაშინგტონი სასოწარკვეთილი ცდილობს, რომ კონფლიქტი პენტაგონის არსენალებში დარჩენილი იარაღით გაახანგრძლივოს, მიუხედავად ესკალაციის რისკისა.
სააგენტო Bloomberg-ის ვარაუდით, თუ ATACMS-ის საბრძოლო გამოყენების ეფექტურობა დადასტურდება, ამ შემთხვევაში რაკეტების მწოდების მოცულობა გაიზრდება, ხოლო რუსეთი აშშ-სთვის „მტკივნეული მეთოდით არ ირეაგირებს“.
გამოცემა Wall Street Journal მიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული რაკეტების მცირე პარტიის გადაცემა ძალთა ბალანსს არ შეცვლის უკრაინის ოპერაციების თეატრში, მაგრამ უბიძგებს გერმანიას, რომ ანალოგიური რადიუსის ფრთოსანი Taurus-ები მიაწოდოს კიევს (ბუნდესვერს 600 ასეთი რაკეტა აქვს). ბერლინი ხომ „ვაშინგტონთან ერთად მოძრაობას“ აპირებს.
ასეთია რუსეთთან დასავლეთის მარიონეტული ომის „უსაფრთხო" ალგორითმი.
შეერთებულმა შტატებმა ყველა მოდიფიკაციის დაახლოებით 4000 ATACMS დაამზადა. აქედან მინიმუმ 1.500 ერთეული ან მოკავშირეებზეა გაყიდული, ან გახარჯულია. დარჩენილია დაახლოებით 2.500 რაკეტა, რომლებიც უნდა განადგურდეს, რადგან პენტაგონი მალე მიიღებს 500 კმ რადიუსის ახალ PrSM Increments-ებს.
შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის უკრაინა ტესტირებისა და უტილიზაციის პოლიგონად გადაიქცა, სადაც უკვე მეორე წელია სხვადასხვა ხარისხის წარმატებით გადის ტესტირებას ან ნადგურდება დასავლეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სხვადასხვა პროდუქცია: Stinger, HIMARS, Bradley, ნატოს ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო კამიკაძე დრონები, ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow და მომავალში გამანადგურებელი F-16-ები.
ამერიკელები ინტერესით ელიან ATACMS-ების ბრძოლის შედეგებს რუსულ Бук-М3-თან, Тор-М2-თან, Панцирь-С1-თან და С-300В4-თან. რა თქმა უნდა, საბრძოლო ეფექტურობის თვალსაზრისით, რაკეტა ATACMS-ს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რუსულ ანალოგს — Исканедр-М-ს, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია.
ოცდაათი წელი გამარჯვების გარეშე
სისტემა Army Tactical Missile System აშშ-ის არმიის შეარაღებაში 1990 წელს შევიდა. ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის ხაზი სამეთაურო პუნქტებისა და საკომუნიკაციო ცენტრების, სარაკეტო კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტების, არსენალებისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობების გასანადგურელადაა შექმნილი მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში.
ATACMS-ების საბრძოლო გამოყენება ერაყში („უდაბნოს ქარიშხალი“ 1991 წ.) ნათელი ფურცლებით არ გამოირჩეოდა, ისევე, როგორც მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
Lockheed Martin-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა M142 HIMARS-დან ან M270 MLRS-დან იშვება.
რაკეტა MGM-140A-ს კასეტური ქობინი, რომლის მოქმედების მანძილი 165 კმ-მდეა, დაახლოებით 950 ქვესაბრძოლო მასალას (560 კგ) ატარებს ცოცხალი ძალისა და უჯავშნო ტექნიკის გასანადგურებლად.
ანალოგიური დანიშნულებისაა რაკეტა MGM-140B, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კმ-მდეა და 300-მდე ქვესაბრძოლო მასალას შეიცავს.
რაკეტა MGM 164A, რომლის მოქმედების რადიუსი 140 კილომეტრამდეა, 13 თვითდამიზნებადი საბრძოლო ელემენტითაა აღჭურვილი (450 კგ) დაჯავშნული სამიზნეებისა და კარგად დაცული საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. მოდიფიკაცია MGM 164B უფრო მსუბუქია (268 კგ) საბრძოლო ელემენტების ექვსამდე შემცირების გზით. მონობლოკურ ფუგასურ საბრძოლო ნაწილს მხოლოდ MGM-168A ატარებს.
ყველა რაკეტა მყარ საწვავზე მუშაობს, აქვთ დამიზნების ინერციული სისტემა, მაგრამ ძველი მოდიფიკაციები სიზუსტით არ გამოირჩევა.
რა ტიპის რაკეტებს მიიღებს უკრაინა, ჯერჯერობით უცნობია.
შეერთებულმა შტატებმა ახალი ATACMS-ების შეძენა-წარმოება 2007 წელს შეწყვიტა. ათი წლის შემდეგ პენტაგონმა ძველი რაკეტების მოდერნიზაციის პროექტი აამუშავა და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ექსპლუატაცია ამერიკის არმიაში კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება — სანამ მარაგი არ ამოიწურება ან შენახვის ვადა არ გავა.
პენტაგონს 600-ზე მეტი „მზიდი“ აქვს — 225 საბრძოლო მანქანა M270 და დაახლოებით 400 ახალი M142.
ATACMS-ები ასევე შედის საბერძნეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ კორეის შეიარაღებაში. ამასთან სამხრეთ კორეას ყველაზე დიდი პარკი აქვს — 58 M270 (M270A1) და MGM-140A-ს ტიპის რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგიც.
ლიდერთა რიცხვში მოხვედრისკენ ისწრაფვის რუმინეთიც, რომელიც 54 M142 HIMARS-ის და რაკეტების დიდი რაოდენობის მიღებას ცდილობს. პოლონეთს რამდენიმე ათეული M142-ის შეძენის იმედი აქვს.
უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტებისა და გამანადგურებელ F-16-ის მიწოდებით ვაშინგტონი ცდილობს ნატოს რესურსების სასტიკი დეფიციტი აანაზღაუროს რუსეთთან ხანგრძლივი შეიარაღებული ბრძოლისთვის. და უგუნურად უბიძგებს მოსკოვს, პირდაპირი და მტკივნეული პასუხი გასცეს აშშ-სა და ნატოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე