https://sputnik-georgia.com/20230926/kalaze-mowodebebi-meore-frontis-gaxsnisken-saqartvelos-azianebs-282698907.html
კახა კალაძე: მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები საქართველოს აზიანებს
კახა კალაძე: მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები საქართველოს აზიანებს
Sputnik საქართველო
ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, აღნიშნა მმართველი პარტიის გენმდივანმა. 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T19:09+0400
2023-09-26T19:09+0400
2023-10-26T13:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_89471ae59264337f917a2c005e380bcd.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები და განცხადებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „მეორე ფრონტის“ გახსნის მოწოდებით გამოვიდა. მაგალითის სახით მან მოიყვანა აზერბაიჯანი, სადაც, მისი თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა გახსნა მეორე ფრონტი და „საქმე ბოლომდე მიიყვანა“.ამასთან კალაძემ განცხადების ავტორის გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავი შეიკავა.„გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ. როგორ შეიძლება შეაფასო გუბაზ სანიკიძე? თავისი წარსულიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება მეორე ფრონტს, პირდაპირი მოწოდებები ისმოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც აზერბაიჯანში ხდება და იქ მიღებული გადაწყვეტილებები რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ახლანდელი მდგომარეობისა და, ზოგადად, პოლიტიკური ვითარებისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, დღეს საქართველოში ხელისუფლება იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ისმის კრიტიკა.როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით.საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_fcf902cd814e0034604cf4e87c135276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე: მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები საქართველოს აზიანებს
19:09 26.09.2023 (განახლებულია: 13:36 26.10.2023) ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, აღნიშნა მმართველი პარტიის გენმდივანმა.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები და განცხადებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „მეორე ფრონტის“ გახსნის მოწოდებით გამოვიდა. მაგალითის სახით მან მოიყვანა აზერბაიჯანი, სადაც, მისი თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა გახსნა მეორე ფრონტი და „საქმე ბოლომდე მიიყვანა“.
„მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული მოწოდებებით, ხელისუფლების ჩამოგდებით, დამხობით, რა თქმა უნდა, აქვთ სურვილი (ოპოზიციონერებს), რომ შეძლონ, საქართველოს მთავრობაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტები... სამშობლო, პატრიოტიზმი რას ნიშნავს, ცნება საერთოდ არ იციან. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ ადამიანებს, ქვეყანას და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან კალაძემ განცხადების ავტორის გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავი შეიკავა.
„გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ. როგორ შეიძლება შეაფასო გუბაზ სანიკიძე? თავისი წარსულიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება მეორე ფრონტს, პირდაპირი მოწოდებები ისმოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც აზერბაიჯანში ხდება და იქ მიღებული გადაწყვეტილებები რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ახლანდელი მდგომარეობისა და, ზოგადად, პოლიტიკური ვითარებისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ხელისუფლება იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ისმის კრიტიკა.
როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.