მოსაზრება: უკრაინელი ნაცისტისთვის მოწყობილმა ოვაციამ დასავლეთის კარტები გახსნა

© Frame from CTV News broadcast
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
ნატალია ოსიპოვა
ბაბუები იბრძოდნენ. ერთი — სამართლიანობის, მშვიდობის, თავისუფლების ტრიუმფისთვის, ნაციზმისგან გათავისუფლებული მიწისა და ყველა იმპერიალისტური ომის დასრულებისთვის, მეორე — ჰიტლერის ტრიუმფისთვის, იმისთვის, რომ დედამიწაზე ებრაელებს, რუსებსა და ბოლშევიკებს არ ეარსებათ, რომ გერმანულ რაიხს ებატონა, რომელიც, როგორც ეს უკრაინელ ნაცისტებს ეჩვენებოდათ, მათ საკუთარ პატარა პროექტს მისცემდა დიდის ფარგლებში — უკრაინას რუსებისა და ყველა სხვა ეროვნების გარეშე.
თუმცა ჰიტლერი და მისი ტოპ-მენეჯერები ამ მიწებზე რეიხსკომისარიატ „უკრაინაზე“ მეტის შექმნას არ აპირებდნენ, მაგრამ საკუთარ გეგმებზე საჯაროდ არ საუბრობდნენ.
მაგრამ ბაბუებსა და შვილიშვილებს დავუბრუნდეთ.
ორი ბაბუა — სემიონ ზელენსკი და იაროსლავ ჰენკა (გუნკო) ერთმანეთს ისტორიული მეხსიერების სივრცეში შეეჯახა. ერთი ცოცხალი და კარგად მყოფი 98 წლის ნაცისტი, რომელიც SS-ის დივიზიონ „გალიციაში" მსახურობდა. ჰუნკა არცთუ ისე ჭკვიანი შვილიშვილის, ტერეზას ბაბუაა, რომელმაც კანადის პრემიერ-მინისტრის მისაღებიდან გამოაქვეყნა კადრი წარწერით „ბაბუა ტრიუდოსა და ზელენსკის მისაღებში ელოდება“. ის-ის იყო, კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრიუდომ პარლამენტის თავმჯდომარე როტი დაადანაშაულა, რომ ჟურნალისტებმა პოლიტიკური მატყუარების მამხილებელი ფოტო აღმოაჩინეს.
ზელენსკი — გმირი, ებრაელი და ანტიფაშისტი, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ბაბუა. შვილიშვილში ძალიან არც მას გაუმართლა — მან საჯაროდ უღალატა ბაბუას კანადის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როცა სხვა ნეონაცისტებთან ერთად (მოდით, დამსწრეებს ისე ვუწოდოთ, როგორც იმსახურებენ) დაუკრა ტაში ჰიტლერელ დამსჯელს. იაროსლავ ჰენკა უკრაინისა და კანადის გმირად და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანად წარადგინეს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა რუსების წინააღმდეგ და კვლავ განაგრძობს ჯარების მხარდაჭერას 98 წლის ასაკშიც კი.
ანუ ბაბუა-ჰენკა მეორე მსოფლიო ომში ბაბუა-ზელენსკის წინააღმდეგ იბრძოდა.
„გალიჩინა“, პირველი უკრაინული დივიზია ებრაელების, პოლონელების, რუსების, ბელარუსების, სლოვაკების წინააღმდეგ გამოჩენილი სისასტიკითაა ცნობილი. ნიურნბერგში SS-ის ფორმირება, რომელშიც „გალიჩინა“ შედიოდა, დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნეს. 1945 წელს „გალიჩინა“ ბრიტანელებს ჩაბარდა ავსტრიის ტერიტორიაზე. სსრკ-სთვის ნაცისტი დამნაშავეები არ გადაუციათ, მიუხედავად ნიურნბერგის გადაწყვეტილებისა. პირიქით, მათი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება გადაწყვიტეს.
1947 წელს 8 ათასი უკრაინელი ნაცისტი ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც მათ პასპორტები მიიღეს და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დასახლდნენ. ისინი თანამშრომლობდნენ МI6-თან, მათ დივერსანტებად გზავნიდნენ სსრკ-ის ტერიტორიაზე, მსახურობდნენ ბრიტანულ ჯარებში.
როდესაც „ნაცისტებზე მონადირეებმა“ 1980-იანების შუა წლებში „გალიჩინელ“ დამნაშავეებს მიაკვლიეს, კანადაში სასწრაფოდ მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, სამხედრო დამნაშავეების გადაცემა იკრძალებოდა. ამიტომ ბევრი დამნაშავე კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა 2000-იანების დასაწყისში ბრიტანეთში დაახლოებით 1500 „გალიჩინელი“ მაინც რჩებოდა.
რა მიღწევებს მიაწერენ უკრაინისა და კანადის გმირს, რა სამსახურისთვის გადაუხადა მადლობა სპიკერმა როტმა ძველ ნაცისტს? მაგალითად, 1944 წლის 28 თებერვალს „გალიჩინის“ წევრებმა პოლონეთში, ხუტორ პინიაცკას 850 მცხოვრები მოკლეს ან ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლებში. 1944 წელს სლოვაკეთში „გალიციამ“ ეროვნული აჯანყება ჩაახშო, რა დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა. ცნობილია სადამსჯელო ოპერაცია სლოვაკეთის სოფელ ნიზნა ბოჩაში, სადაც ნაცისტებმა რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის 15 წლის მოზარდი, რომელსაც ჯიბეში საბჭოთა მონეტა უპოვეს. ეს ყველაფერი ბრიტანული წყაროებიდან ამოღებული მაგალითებია. თუმცა დანაშაულის გამოძიება გასაიდუმლოებული, ხოლო თემა მაქსიმალურად დახურული იყო საზოგადოებისგან. ნაცისტები ყოველთვის სასარგებლოა რუსებთან ბრძოლაში.
ამის საპირისპიროდ არსებობს სემიონ ზელენსკის საბრძოლო მუშაობის აღწერა. აი მისი გვერდი პორტალზე „პამიატ ნაროდა“.
ომი ნაღმმტყორცნელთა ოცეულის მეთაურობით დაიწყო. მოგვიანებით 174-ე პოლკის მსროლელთა ასეულის მეთაური გახდა. მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი.
ერთ-ერთი ჯილდოს დოკუმენტში, გრაფაში „პირადი საბრძოლო ღვაწლის მოკლე კონკრეტული შინაარსი“ ვკითხულობთ: „ამხანაგი ზელენსკი სემიონი არის კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი თავის ასეულში. როდესაც ბატალიონი ბრძოლით მიუახლოვდა მდინარე დასავლეთ ბუგს, პირადად იპოვა ფონი და მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშ მთელ ასეულთან ერთად გადალახა მდინარე ისე, რომ ერთი კაციც არ დაუკარგავს. და სწრაფად დაიწყო გერმანელების უკან, ბაგის მიღმა განდევნა".
კითხულობ სემიონ ზელენსკის ჯილდოს დოკუმენტებს და ხვდები, რომ მისი გმირობების აღწერა ჩვენი ბაბუების გმირობის მსგავსია. მოქალაქეების უმეტესობას რუსეთში და სსრკ-ის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ ქვეყნებში ერთნაირი ბაბუები ჰყავდათ. მაგრამ ჩვენ არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია ჰენკასნაირი, კანადაში გაქცეული ესესელის მსგავსი ბაბუები. ნაცისტებსა და ანტიფაშისტებს შორის მიმდინარე დაპირისპირების მთავარი მექანიზმი ოჯახური ისტორიაა, ოჯახური მეხსიერებაა. ვის ებრძოდნენ თქვენი ბაბუები, ვის მხარეზე იყვნენ?
მტკივნეული კითხვაა, რომელზეც პასუხს, როგორც ჩანს, ომის დასრულების შემდეგაც ვერ ვიპოვით: როგორ მოხდა, რომ გმირების შვილიშვილებმა ნაცისტების, თავიანთი ხალხის ჯალათებისა და მკვლელების მხარე დაიკავეს? ზელენსკი არ არის პირველი და ერთადერთი მაგალითი.
ეს შესამჩნევი მოვლენაა — როდესაც წინაპრების საქმეს საჯაროდ ღალატობენ, ივიწყებენ მათ საფლავებს, ვინც ლვოვის პოგრომში ან ვოლინის ხოცვა-ჟლეტაში დაიღუპა, და ერთგულების ფიცს აძლევენ ახალ ევროპულ საზოგადოებას, რომელიც რუსოფობიითა და ნეონაციზმითაა შედუღაბებული.
როგორ მოხდა ეს? სიმონ ვიზენტალის მეგობართა ცენტრის ხელმძღვანელმა დენ პანეტონმა, რომელიც კანადის პარლამენტში ნაცისტის მიწვევამ აღაშფოთა, მაინც განაცხადა, რომ უკრაინასთან სოლიდარობა რუსეთთან მის ბრძოლაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. თურმე არსებობს ანტიფაშიზმზე უფრო მნიშვნელოვანი — რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, რუსოფობია, ანტირუსული ინტერნაციონალის შექმნა, რომელსაც რეალური, ჰიტლერის დროინდელი ნაცისტის გაერთიანება შეუძლია დასავლურ მმართველ ისტებლიშმენტთან. არადა, ზელენსკის ნათესავები ჰოლოკოსტში დაიღუპნენ.
თუმცა ნაცისტისთვის გამართულ ამ სამარცხვინო ოვაციებს თავისი პლუსი აქვს. ბევრი ჯერ ისევ ეჭვობს, მართალია თუ არა რუსეთი და უნდა დაეწყო თუ არა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, სწორ მხარეზე ვდგავართ თუ არა, კეთილი და ბოროტი ხომ არ აგვერიაო. მით უმეტეს, რომ პროპაგანდა არგუმენტებს გაუჩერებლად ისვრის, ხოლო თუ არგუმენტები არ აქვს, იგონებს, აყალბებს, სისხლიან პერფორმანსებს აწყობს — როგორც, მაგალითად, ბუჩაში.
და იმის შემხედვარე, თუ როგორ აღტაცებით უკრავდა ტაშს კანადის პარლამენტი ნაცისტს, ხოლო თავად ნაცისტი ბაბუა ლამის ტიროდა მისი დანაშაულების ასეთი განდიდების გამო, ნებისმიერი შერაცხადი ადამიანი ამოისუნთებდა შვებით: არა, არ შევმცდარვარო.
არა, ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ჩვენი გმირი ბაბუების ხსოვნისა, რომლებიც თვალთმაქცური, სასტიკი, ხარბი ძალის წინააღმდეგ იბრძოდნენ; ძალისა, რომელსაც კოსტიუმებიც კი არ გამოუცვლია — იგივე სიმპათიური ფრაუები, რომლებიც ნიურნბერგის სასამართლო პროცესს თვალსასეიროდ ესწრებოდნენ, მანამდე კი ნაცისტურ მსვლელობას ადევნებდნენ თვალს ნიურნბერგში, იგივე ბურჟუა პატივცემული ბატონები, რომლებმაც ებრაელი მეზობლები გასცეს, საკუთარი სიძულვილისა და დანაშაულის იგივე გამართლება: ყოველთვის სხვაა დამნაშავე — მაშინ ებრაელი ბოლშევიკები, ახლა რუსი აგრესორები.
და იგივე თვალთმაქცური უდანაშაულობის ნიღაბი, როდესაც ისინი გამოიჭირეს და „გალიციის წევრის“, ახალგაზრდა იაროსლავ გუნკოს საარქივო ფოტოები ააფარეს ცხვირზე: არ ვიცოდით, რომ ის ნაცისტი იყო, არ გაგვაფრთხილეს, ეს ყველაფერი სამწუხარო შემთხვევითობა იყოო.
და საიდუმლოსაც აეხადა ფარდა: როგორ შეეძლოთ? რატომ არ შეაჩერეს ნაციზმი მაშინ ევროპაში? იმიტომ რომ მაშინაც და ახლაც ნაციზმი წარმოუდგენლად მომგებიანი, მოსახერხებელი და მაცდურია. და ამიტომ ბაბუა ჰენკა-გუნკო, დაცული და მოვლილი, სიბერემდე მოვიდა არა მხოლოდ მოუნანიებლად, არამედ პირიქით — თავის დანაშაულებებს ათწლეულების განმავლობაში გმირობად წარმოაჩენდა.
სიბერეს პატივი უნდა სცეთო, გვასწავლიდნენ. ამაში ის იგულისხმებოდა, რომ ყველა ჩვენი ბაბუა ომისა და შრომის ნამდვილი გმირი იყო. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ სხვა სიბერეს, კრიმინალისა და ბოროტმოქმედის სიბერეს, რომელსაც დასავლური მმართველი ელიტა ახალისებს. ამ სიბერეს სცემენ ისინი პატივს.
ბაბუა არ არის პასუხისმგებელი შვილიშვილის ქმედებებზე, აი შვილიშვილი კი სრულად იქნება პასუხისმგებელი საკუთარ თავზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0