https://sputnik-georgia.com/20230926/ertad-arar-vart-sandra-rulovsma-saakasviltan-dasoreba-ariara-282704149.html
ერთად აღარ ვართ: სანდრა რულოვსმა სააკაშვილთან დაშორება აღიარა
ერთად აღარ ვართ: სანდრა რულოვსმა სააკაშვილთან დაშორება აღიარა
Sputnik საქართველო
ყოფილი პირველი ლედის თქმით, მასსა და სააკაშვილს შორის შედგა ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T23:02+0400
2023-09-26T23:02+0400
2023-09-27T00:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24569/69/245696950_131:73:1000:562_1920x0_80_0_0_75028ba75c37a8819cc83590bc553ae9.jpg
თბილისი, 26 სექტემბრი – Sputnik. ჩვენ ერთად აღარ ვართ - საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ორი წელიწადი დასჭირდა, სანამ ექს-პრეზიდენტსა და მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გადაწყვეტდა „ვივამედის“ კლინიკაში და საჯაროდ აღიარებდა მასთან დაშორებას.2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ ურთიერთობა აკავშირებდა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატ ელიზავეტა იასკოსთან. ამასთან უცნობი იყო, დაშორდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსს, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა და ზრდიდა ორ ვაჟს - ედუარდსა და ნიკოლოზს. სანდრა რულოვსის თქმით, სააკაშვილის იასკოსთან გამოქვეყნებული ვიდეო მოულოდნელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.ყოფილი პირველი ლედის თქმით, მათ შორის შედგა ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი.„ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას“, - დაწერა სანდრა რულოვსმა.იასკოსთან კავშირი არ იყო ერთადერთი „დარტყმა“, რომელიც სააკაშვილმა ყოფილ მეუღლეს მიაყენა. დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ მომღერალი სოფო ნიჟარაძე ყოფილი პრეზიდენტისგან ქალიშვილს ელის მარია სააკაშვილს ზრდის. რამდენიმე თვის შემდეგ იასკომაც განაცხადა, რომ სააკაშვილისგან შვილი ჰყავს. გოგონას ჟასმინი დაარქვეს.სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24569/69/245696950_241:83:880:562_1920x0_80_0_0_0a5f7c5226b5bd218592527680d9baf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
ერთად აღარ ვართ: სანდრა რულოვსმა სააკაშვილთან დაშორება აღიარა
23:02 26.09.2023 (განახლებულია: 00:23 27.09.2023) ყოფილი პირველი ლედის თქმით, მასსა და სააკაშვილს შორის შედგა ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი.
თბილისი, 26 სექტემბრი – Sputnik. ჩვენ ერთად აღარ ვართ - საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ორი წელიწადი დასჭირდა, სანამ ექს-პრეზიდენტსა და მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გადაწყვეტდა „ვივამედის“ კლინიკაში და საჯაროდ აღიარებდა მასთან დაშორებას.
2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ ურთიერთობა აკავშირებდა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატ ელიზავეტა იასკოსთან. ამასთან უცნობი იყო, დაშორდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსს, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა და ზრდიდა ორ ვაჟს - ედუარდსა და ნიკოლოზს. სანდრა რულოვსის თქმით, სააკაშვილის იასკოსთან გამოქვეყნებული ვიდეო მოულოდნელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.
„ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შევძლებდი მიშას მონახულებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“, - დაწერა სანდრა რულოვსმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ყოფილი პირველი ლედის თქმით, მათ შორის შედგა ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი.
„ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას“, - დაწერა სანდრა რულოვსმა.
იასკოსთან კავშირი არ იყო ერთადერთი „დარტყმა“, რომელიც სააკაშვილმა ყოფილ მეუღლეს მიაყენა. დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ მომღერალი სოფო ნიჟარაძე ყოფილი პრეზიდენტისგან ქალიშვილს ელის მარია სააკაშვილს ზრდის. რამდენიმე თვის შემდეგ იასკომაც განაცხადა, რომ სააკაშვილისგან შვილი ჰყავს. გოგონას ჟასმინი დაარქვეს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".