პუტინს APEC-ის წლევანდელ სამიტზე არ იწვევენ

© photo: Sputnik / Dmitriy Astakhov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს აცნობა, რომ არ აპირებს სან-ფრანცისკოში აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური კავშირის (APEC) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევას, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა მარატ ბერდიევმა.

„შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი არხებით გვაცნობა, რომ წელს ისინი არ აპირებენ მიიწვიონ (APEC-ის სამიტზე) რამდენიმე ლიდერი იმის გამო, რომ მათ მიმართ სანქციების შეზღუდვები მოქმედებს“, — განაცხადა ბერდიევმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსული მხარე განაგრძობს ვაშინგტონთან მუშაობას, რათა აშშ-სგან ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებების შესრულებას მიაღწიონ.
ბერდიევის თქმით, პირადად მან, როგორც APEC-ში რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირმა, უკვე გაგზავნა მოთხოვნა პრეზიდენტ პუტინის მიწვევასთან დაკავშირებით.
ამასთან რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ აშშ-ის ეს გადაწყვეტილება „ამერიკული მხარის არაკეთილსინდისიერებასა“ და „მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებისადმი კონფრონტაციულ მიდგომას, ეკონომიკური ფორუმის პოლიტიზაციას“ წარმოაჩენს.
აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა — აზიისა და წყნარი ოკეანის 21 ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმია. წელს სამიტი 11-17 ნოემბერს გაიმართება სან-ფრანცისკოში.
ყველა ახალი ამბავი
0