ქვემო ნატანების სკოლაში ჭერი ჩამოინგრა: დაშავებულია ორი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი!
არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება, ნათქვამია განათლების სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სკოლის რეაბილიტაცია დაგეგმილი იყო და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.
შემთხვევა სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა. ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს – სკოლის დამლაგებელსა და ერთ-ერთ მშობელს დაეცა. მშობელმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო, დამლაგებელი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
ყველა ახალი ამბავი
0