https://sputnik-georgia.com/20230925/tornike-sengelia-tavis-klubs-italiis-supertasis-mogebasi-daexmara-282616010.html
თორნიკე შენგელია თავის კლუბს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა
თორნიკე შენგელია თავის კლუბს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა
Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T15:19+0400
2023-09-25T15:19+0400
2023-09-25T19:56+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_0:617:1242:1316_1920x0_80_0_0_ce29b53198839471ab440172047c3862.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას გუნდმა „ვირტუს ბოლონიამ" ახალი სეზონი იტალიის სუპერთასის ფინალში „ბრეშიას" წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო (97:60). იტალიის 2023 წლის სუპერთასის გათამაშებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ" „ოლიმპიას", ხოლო „ბრეშიამ" „ტორტონს" სძლია. ფინალი შენგელიას გუნდის უპირატესობით წარიმართა. „ბოლონიამ" პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით მოიგო და ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წუთში მან ჩააგდო 15 ქულა, გააკეთა 12 მოხსნა და ოთხი გადაცემა. ქართველი კალათბურთელი სუპერფინალის MVP – ყველაზე ღირებული მოთამაშე და ამ ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა. „ვირტუს ბოლონია", რომელსაც სათავეში რამდენიმე დღის წინ ახალი მწვრთნელი ლუკა ბანკი ჩაუდგა, 1 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „სკაფატის" წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_195:614:1047:1253_1920x0_80_0_0_619faa39d9c6f9a237432449746b0aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
თორნიკე შენგელია თავის კლუბს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა
15:19 25.09.2023 (განახლებულია: 19:56 25.09.2023) თორნიკე შენგელია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას გუნდმა „ვირტუს ბოლონიამ" ახალი სეზონი იტალიის სუპერთასის ფინალში „ბრეშიას" წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო (97:60).
იტალიის 2023 წლის სუპერთასის გათამაშებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ" „ოლიმპიას", ხოლო „ბრეშიამ" „ტორტონს" სძლია.
ფინალი შენგელიას გუნდის უპირატესობით წარიმართა. „ბოლონიამ" პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით მოიგო და ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წუთში მან ჩააგდო 15 ქულა, გააკეთა 12 მოხსნა და ოთხი გადაცემა. ქართველი კალათბურთელი სუპერფინალის MVP – ყველაზე ღირებული მოთამაშე და ამ ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა.
„ვირტუს ბოლონია", რომელსაც სათავეში რამდენიმე დღის წინ ახალი მწვრთნელი ლუკა ბანკი ჩაუდგა, 1 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „სკაფატის" წინააღმდეგ გამართავს.