https://sputnik-georgia.com/20230925/svriis-fafa-medikamentebis-nacvlad-282613426.html
შვრიის ფაფა მედიკამენტების ნაცვლად: რას გვირჩევს გერმანელი ექიმი
შვრიის ფაფა მედიკამენტების ნაცვლად: რას გვირჩევს გერმანელი ექიმი
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. შვრია და მისგან მომზადებული ფაფა არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ ზოგ შემთხვევაში ცვლის კიდეც მედიკამენტებს და ხშირად... 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T13:50+0400
2023-09-25T13:50+0400
2023-09-25T18:46+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23681/97/236819785_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_066184bc8d4d9fbf16ba7951d53178b6.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. შვრია და მისგან მომზადებული ფაფა არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ ზოგ შემთხვევაში ცვლის კიდეც მედიკამენტებს და ხშირად გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს, იუწყება გერმანული გამოცემა Focus სპეციალისტებზე დაყრდნობით.მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტის მუდმივი გამოყენება კუჭში უსაფრთხო გარემოს ქმნის, რაც ბაქტერიებისგან დაცვას უზრუნველყოფს.ექიმ ფრანცისკა რუბინის თქმით, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე მიირთმევთ, ამით ორგანიზმს საშუალებას მისცემთ, დაიცვას თავი არაერთი დაავადებისგან.როგორც ექიმი აღნიშნავს, შვრიის ფაფის მეშვეობით:გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ მთელმარცვლოვან შვრიას და არა მის ფანტელებს, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია.ირკვევა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ შვრია ხსნის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რადგან ნაწლავის კედელს დამცავ გარსად ამოეფინება. შედეგად – მომატებული მჟავიანობის დროს კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედება მცირდება და ნაწლავის კედლის ლორწოვანაც „მშვიდდება“.არანაკლები ეფექტი აქვს შვრიის ჩაის. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ლიმონის, ლიმონის ზეთის, ხახვისა და ნივრის სამკურნალო ეფექტები.გარდა ამისა, ფრანცისკა რუბინი ყურადღებას ამახვილებს შვრის გარეგან გამოყენებაზეც. მისი თქმით, შვრიის ნახარში ამშვიდებს კანს და რეკომენდებულია მისი გამოყენება ნეიროდერმიტის დროს.ამასთან ირკვევა, რომ შვრიის ფაფა საუზმისთვის არცთუ კარგი ვარიანტია, ვინაიდან უზმოზე ის ნეგატიურ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ფიტინის მჟავების ჭარბი შემცველობის გამო.სპეციალისტების განმარტებით, ეს შენაერთები, გარდა იმისა, რომ გაღვიძების პროცესს ამუხრუჭებს, ასევე იწვევს ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.დადგინდა ისიც, რომ ფიტინის მჟავები არ აძლევს ნაწლავებს საკვებში შემავალი კალციუმის ნორმალურად ათვისების საშუალებას, რის გამოც შვრიის ფაფა არ შეიძლება ჩაითვალოს იდეალურ საუზმედ.კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შვრია დილიდან არ უნდა მიირთვათ, ისაა, რომ იგი ძალიან ცოტა რაოდენობით ცილებს შეიცავს. არადა ცილა უკიდურესად ესაჭიროება ორგანიზმს გაღვიძების შემდეგ.ამიტომ ექსპერტების რჩევაა, მიირთვათ შვრიის ფაფა არა დილიდან, არამედ მხოლოდ სადილობისას. თუ მაინცდამაინც უზმოზე გსურთ მისი ჭამა, მაშინ აუცილებლად დაამატეთ მას ცილოვანი საკვები — კვერცხი, ქათმის ხორცი, ხაჭო, ყველი ან სხვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23681/97/236819785_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_c797020974ac367c4aed86c1e7861d44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. შვრია და მისგან მომზადებული ფაფა არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ ზოგ შემთხვევაში ცვლის კიდეც მედიკამენტებს და ხშირად გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს, იუწყება გერმანული გამოცემა
Focus სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტის მუდმივი გამოყენება კუჭში უსაფრთხო გარემოს ქმნის, რაც ბაქტერიებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
ექიმ ფრანცისკა რუბინის თქმით, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე მიირთმევთ, ამით ორგანიზმს საშუალებას მისცემთ, დაიცვას თავი არაერთი დაავადებისგან.
როგორც ექიმი აღნიშნავს, შვრიის ფაფის მეშვეობით:
ხდება სხეულის მასის ნორმალიზება;
ქვეითდება არტერიული წნევა;
იკლებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე;
მცირდება ნაწლავური სიმსივნეების განვითარების რისკი;
აღიკვეთება გულის დაავადებები;
რეგულირდება კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობა;
მცირდება სისხლში შაქრის დონე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ მთელმარცვლოვან შვრიას და არა მის ფანტელებს, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია.
ირკვევა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ შვრია ხსნის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რადგან ნაწლავის კედელს დამცავ გარსად ამოეფინება. შედეგად – მომატებული მჟავიანობის დროს კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედება მცირდება და ნაწლავის კედლის ლორწოვანაც „მშვიდდება“.
არანაკლები ეფექტი აქვს შვრიის ჩაის. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ლიმონის, ლიმონის ზეთის, ხახვისა და ნივრის სამკურნალო ეფექტები.
გარდა ამისა, ფრანცისკა რუბინი ყურადღებას ამახვილებს შვრის გარეგან გამოყენებაზეც. მისი თქმით, შვრიის ნახარში ამშვიდებს კანს და რეკომენდებულია მისი გამოყენება ნეიროდერმიტის დროს.
ამასთან ირკვევა, რომ შვრიის ფაფა საუზმისთვის არცთუ კარგი ვარიანტია, ვინაიდან უზმოზე ის ნეგატიურ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ფიტინის მჟავების ჭარბი შემცველობის გამო.
სპეციალისტების განმარტებით, ეს შენაერთები, გარდა იმისა, რომ გაღვიძების პროცესს ამუხრუჭებს, ასევე იწვევს ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.
დადგინდა ისიც, რომ ფიტინის მჟავები არ აძლევს ნაწლავებს საკვებში შემავალი კალციუმის ნორმალურად ათვისების საშუალებას, რის გამოც შვრიის ფაფა არ შეიძლება ჩაითვალოს იდეალურ საუზმედ.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შვრია დილიდან არ უნდა მიირთვათ, ისაა, რომ იგი ძალიან ცოტა რაოდენობით ცილებს შეიცავს. არადა ცილა უკიდურესად ესაჭიროება ორგანიზმს გაღვიძების შემდეგ.
ამიტომ ექსპერტების რჩევაა, მიირთვათ შვრიის ფაფა არა დილიდან, არამედ მხოლოდ სადილობისას. თუ მაინცდამაინც უზმოზე გსურთ მისი ჭამა, მაშინ აუცილებლად დაამატეთ მას ცილოვანი საკვები — კვერცხი, ქათმის ხორცი, ხაჭო, ყველი ან სხვა.