სტეპანაკერტში ბენზინგასამართზე აფეთქება მოხდა: უამრავი ადამიანი დაშავდა

© AP Photo / Karo Sahakyanმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
უამრავმა ადამიანმა დამწვრობები მიიღო, არ არის საკმარისი მედიკამენტები დახმარების აღმოსაჩენად.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სტეფანაკერტის მახლობლად საწვავის ავზში აფეთქება მოხდა, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბევრმა ადამიანმა დამწვრობები მიიღო, არ არის საკმარისი მედიკამენტები დახმარების აღმოსაჩენად.
მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის რესპუბლიკაში მაცხოვრებლების გადასვლის პროცესი გრძელდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთში გადასვლის მსურველ მოქალაქეებს ორშაბათს სტეფანაკერტის 5 ბენზინგასამართ სადგურზე უფასო საწვავი დაურიგდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0