https://sputnik-georgia.com/20230925/saqartvelos-erovnuli-banki-savaluto-bazarze-intervencias-agrzelebs-282652462.html
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გასაყიდად 30 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 7,6 მლნ დოლარი გაიყიდა. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T20:43+0400
2023-09-25T20:43+0400
2023-09-26T01:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6682 GEL/$1 შეადგინა.რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 30 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 7,6 მლნ დოლარი გაიყიდა.ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და 70 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ მხოლოდ 57,15 მლნ დოლარი გაიყიდა.აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ქვეყნის მოსახლეობამ ლარის და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის საფრთხე დაინახა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არ გამორიცხა დევალვაცია, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.გასული კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა, შემდეგ კი კვლავ გამყარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა 26 სექტემბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6681 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
20:43 25.09.2023 (განახლებულია: 01:44 26.09.2023) ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გასაყიდად 30 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 7,6 მლნ დოლარი გაიყიდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6682 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 30 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 7,6 მლნ დოლარი გაიყიდა.
ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და 70 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ მხოლოდ 57,15 მლნ დოლარი გაიყიდა.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ქვეყნის მოსახლეობამ ლარის და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის საფრთხე დაინახა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არ გამორიცხა დევალვაცია, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.
გასული კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა, შემდეგ კი კვლავ გამყარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა 26 სექტემბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6681 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.