https://sputnik-georgia.com/20230925/saprotesto-aqciebi-erevansi-282615460.html
ერევნის საპროტესტო აქციებზე 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული
ერევნის საპროტესტო აქციებზე 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ერთი კვირის წინ დაიწყო, 142 ადამიანია დაკავებული, იუწყება „ინტერფაქსი“... 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T13:29+0400
2023-09-25T13:29+0400
2023-09-25T18:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კავკასია
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
ვითარება ყარაბაღში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/17/282576888_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_7ee4c43954a105ac134015a1a43c9971.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ერთი კვირის წინ დაიწყო, 142 ადამიანია დაკავებული, იუწყება „ინტერფაქსი“ სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით.აქციების მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა აზერბაიჯანის პირობებით. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან სომხეთის პარლამენტის დეპუტატი თადევოს ავეტისიანი და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლევონ ქოჩარიანი. ამ უკანასკნელს უკვე შეეფარდა ერთთვიანი პატიმრობა. ლევონ ქოჩარიანს ოთხი პოლიციელის ცემაში ადანაშაულებენ.ამ დროისათვის სომხეთში უკვე შექმნილია პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებიდან გადაყენების ეროვნული კომიტეტი. საპარლამენტო ოპოზიცია პირობას დებს, რომ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.დღეს, დილით ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და მასშტაბური აქციები დააანონსა, რომელიც, მათი თქმით, სამი დღე გაგრძელდება.აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. უკვე 20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის მოსახლეობის მიმართვის გათვალისწინებით, რომელიც მათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა გადასცა, აზერბაიჯანი დღის 13:00 საათიდან წყვეტდა „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“. ამასთან უწყებამ ცეცხლის შეწყვეტის პირობებიც დაასახელა:ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სომხური თემის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პირობებზე. მოსალოდნელია, რომ რეგიონის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ლტოლვილები მთიანი ყარაბაღიდან. 25 სექტემბრის დილის მონაცემებით, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან თითქმის 3 ათასი ადამიანი შევიდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/17/282576888_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_8ca05d345a3e2a9193437f416e8d92c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კავკასია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ვითარება ყარაბაღში , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კავკასია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ვითარება ყარაბაღში , პოლიტიკა
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ერთი კვირის წინ დაიწყო, 142 ადამიანია დაკავებული, იუწყება „ინტერფაქსი“ სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით.
აქციების მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა აზერბაიჯანის პირობებით.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან სომხეთის პარლამენტის დეპუტატი თადევოს ავეტისიანი და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლევონ ქოჩარიანი. ამ უკანასკნელს უკვე შეეფარდა ერთთვიანი პატიმრობა. ლევონ ქოჩარიანს ოთხი პოლიციელის ცემაში ადანაშაულებენ.
ამ დროისათვის სომხეთში უკვე შექმნილია პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებიდან გადაყენების ეროვნული კომიტეტი. საპარლამენტო ოპოზიცია პირობას დებს, რომ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.
დღეს, დილით ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და მასშტაბური აქციები დააანონსა, რომელიც, მათი თქმით, სამი დღე გაგრძელდება.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. უკვე 20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის მოსახლეობის მიმართვის გათვალისწინებით, რომელიც მათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა გადასცა, აზერბაიჯანი დღის 13:00 საათიდან წყვეტდა „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“. ამასთან უწყებამ ცეცხლის შეწყვეტის პირობებიც დაასახელა:
1.
აზერბაიჯანის ყარაბაღის რაიონში განთავსებული სომხური შეიარაღებული ძალების ფორმირებები და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები ყრიან იარაღს და სრულად განიარაღებულები ტოვებენ საბრძოლო პოზიციებსა და სამხედრო პოსტებს. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ტოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, სომხეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებები კი იშლება;
2.
პარალელურად ბარდება ყველა შეიარაღება და მძიმე ტექნიკა;
3.
ზემოაღნიშნული პროცესები რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კოორდინაციით განხორციელდება.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სომხური თემის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პირობებზე. მოსალოდნელია, რომ რეგიონის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ლტოლვილები მთიანი ყარაბაღიდან. 25 სექტემბრის დილის მონაცემებით, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან თითქმის 3 ათასი ადამიანი შევიდა.