https://sputnik-georgia.com/20230925/samtrediasi-yofil-policiels-sakutar-saxlsi-seiararebuli-piri-daesxa-tavs-282651494.html
სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს საკუთარ სახლში შეიარაღებული პირი დაესხა თავს
სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს საკუთარ სახლში შეიარაღებული პირი დაესხა თავს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ერთმანეთს იცნობდნენ და მათ უთანხმოება წარსულში ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T23:11+0400
2023-09-25T23:11+0400
2023-09-25T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275681060_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_f1551927ef7c5afaec6221b62a5885e5.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს თავს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, ანრი მილორავა ლევან მიგინეიშვილის საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული მივიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. ეზოში ამ დროს ბავშვები თამაშობდნენ.გარდა ამისა, თავდამსხმელმა ყოფილ პოლიციელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაქცევა სცადა. მიგინეიშვილმა მას სახლიდან გამოტანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა.ლევან მიგინეიშვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ანრი მილორავას მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა და ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275681060_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_80ca0b9028c7ec38a3f1c13cfe19f488.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, იმერეთი
სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს საკუთარ სახლში შეიარაღებული პირი დაესხა თავს
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ერთმანეთს იცნობდნენ და მათ უთანხმოება წარსულში ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს თავს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ანრი მილორავა ლევან მიგინეიშვილის საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული მივიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. ეზოში ამ დროს ბავშვები თამაშობდნენ.
გარდა ამისა, თავდამსხმელმა ყოფილ პოლიციელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაქცევა სცადა. მიგინეიშვილმა მას სახლიდან გამოტანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა.
ლევან მიგინეიშვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ანრი მილორავას მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა და ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.