https://sputnik-georgia.com/20230925/ram-gadaarcina-saqartvelo-damangreveli-miwiszvrisgan-seismologis-ganmarteba-282616805.html
რამ გადაარჩინა საქართველო დამანგრეველი მიწისძვრისგან? სეისმოლოგის განმარტება
რამ გადაარჩინა საქართველო დამანგრეველი მიწისძვრისგან? სეისმოლოგის განმარტება
Sputnik საქართველო
სპეციალისტი მოხარულია, რომ ასეთი მიწისძვრა წვიმების სეზონზე არ მოხდა. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T15:38+0400
2023-09-25T15:38+0400
2023-10-26T12:54+0400
მიწისძვრები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700280_0:124:2817:1708_1920x0_80_0_0_ff11fbf0f65bf8fc1b8a59d0a1886490.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველო 24 სექტემბერს დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა, რადგან მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი, ეპიცენტრი ღრმად იყო – 27 კილომეტრზე და რხევა მანამდე შენელდა, ვიდრე მან დედამიწის ზედაპირს მოაღწია, განაცხადა სეისმოლოგმა ლაშა სუხიშვილმა. 24 სექტემბერს, დილის 8 საათზე თბილისიდან 4 კილომეტრში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბნიდან 2 კილომეტრში მდებარეობდა. ბევრი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ჯერ ძლიერი ხმა გაიგო და ბიძგები შემდეგ იგრძნო. სუხიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოხდა ასე. მისი თქმით, 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა საშუალოზე სუსტია, მაგრამ სეისმოლოგებს ასეთი მიწისქვეშა ბიძგებიც აშინებს თბილისსა და ზოგადად საქართველოში შენობების ხარისხის გამო. სუხიშვილი მოხარულია, რომ ეს მიწისძვრა არ მოხდა წვიმების სეზონის დროს, რასაც შეეძლო მეწყრული პროცესები გამოეწვია. საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი. 2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700280_186:0:2629:1832_1920x0_80_0_0_592297d1d74b163de979ac84035aca95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მიწისძვრები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რამ გადაარჩინა საქართველო დამანგრეველი მიწისძვრისგან? სეისმოლოგის განმარტება
15:38 25.09.2023 (განახლებულია: 12:54 26.10.2023) სპეციალისტი მოხარულია, რომ ასეთი მიწისძვრა წვიმების სეზონზე არ მოხდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველო 24 სექტემბერს დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა, რადგან მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი, ეპიცენტრი ღრმად იყო – 27 კილომეტრზე და რხევა მანამდე შენელდა, ვიდრე მან დედამიწის ზედაპირს მოაღწია, განაცხადა სეისმოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.
24 სექტემბერს, დილის 8 საათზე თბილისიდან 4 კილომეტრში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბნიდან 2 კილომეტრში მდებარეობდა.
ბევრი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ჯერ ძლიერი ხმა გაიგო და ბიძგები შემდეგ იგრძნო. სუხიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოხდა ასე.
„რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა? მიწისძვრისას მოდის რამდენიმე ტალღა. პირველ ტალღა P-ს (რომელიც სწრაფად ვრცელდება) მოაქვს ეს ხმა, მეორე ტალღა S იწვევს იმ რხევას რომელსაც აღვიქვამთ, კიდევ სხვა ტალღებიცაა, მაგრამ არა უშავს", – დაწერა სუხიშვილმა.
მისი თქმით, 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა საშუალოზე სუსტია, მაგრამ სეისმოლოგებს ასეთი მიწისქვეშა ბიძგებიც აშინებს თბილისსა და ზოგადად საქართველოში შენობების ხარისხის გამო. სუხიშვილი მოხარულია, რომ ეს მიწისძვრა არ მოხდა წვიმების სეზონის დროს, რასაც შეეძლო მეწყრული პროცესები გამოეწვია.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.