https://sputnik-georgia.com/20230925/policielis-ganzrax-mkvlelobasi-braldebuls-14-wlit-patimroba-miesaja-282642203.html
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T18:28+0400
2023-09-25T18:28+0400
2023-09-25T21:50+0400
თბილისის საქალაქო სასამართლო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურა
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.შემთხვევა მიმდინარე წლის 8 იანვარს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მღებრიშვილმა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. იმავე დღეს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე შეყილაძე ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრა, ბინაში მყოფ მეორე პირს კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა.თბილისში პოლიციელი მოკლეს>>უწყების ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს.მომხდარი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პროკურატურა, საქართველო, საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პროკურატურა, საქართველო, საზოგადოება
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
18:28 25.09.2023 (განახლებულია: 21:50 25.09.2023) გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.
შემთხვევა მიმდინარე წლის 8 იანვარს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მღებრიშვილმა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. იმავე დღეს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე შეყილაძე ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრა, ბინაში მყოფ მეორე პირს კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა.
უწყების
ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
მომხდარი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძია.