https://sputnik-georgia.com/20230925/iusticiis-saxlsi-servisebis-miwodebis-procesi-ardga-282643153.html
იუსტიციის სახლებში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგა
იუსტიციის სახლებში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგა
Sputnik საქართველო
სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო წარმოიშვა. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T18:07+0400
2023-09-25T18:07+0400
2023-09-25T21:46+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24349/52/243495282_0:141:2000:1266_1920x0_80_0_0_553a4a2e376f5737b94ca2262a6b7898.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.დღეს იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისების მომსახურების ერთიანი ცენტრის ფილიალები ტექნიკური ხარვეზის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს მომსახურებას ვერ უწევდნენ.უწყების ცნობით, სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად, პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო.თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24349/52/243495282_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_2602dbd819ad001d278ec3dff9f06893.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
იუსტიციის სახლებში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგა
18:07 25.09.2023 (განახლებულია: 21:46 25.09.2023) სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო წარმოიშვა.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
დღეს იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისების მომსახურების ერთიანი ცენტრის ფილიალები ტექნიკური ხარვეზის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს მომსახურებას ვერ უწევდნენ.
„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია!“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად, პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.