მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აღიკვეთა მასშტაბური ტერაქტი: იგეგმებოდა 30 ბომბის აფეთქება

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ირანის უშიშროების სამსახურებმა თავიდან აიცილეს მასშტაბური ტერაქტი თეირანში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები გეგმავდნენ, იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, უშიშროების სამსახურებმა თეირანში 30 ბომბი გაანეიტრალეს, რომლებიც „ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო ხალხმრავალ ადგილებში".
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 28 ტერორისტი, რომელთა ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს" წევრია, ნაწილი კი მანამდე კავშირში იყვნენ სირიის, ავღანეთის, პაკისტანისა და ერაყის ქურთისტანის ბოევიკთა დაჯგუფებებთან.

„ოპერაციების დროს ტერორისტებს ჩამოართვეს იარაღი და აღჭურვილობა, მათ შორის: დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, ბომბები, ასაფეთქებელი მოწყობილობის 100 კაფსულა, ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც თვითნაკეთ ბომბებში გამოიყენება, პისტოლეტები და ტყვიები, ინტელექტუალური და სატელიტური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, თვითმკვლელების ჟილეტები, მოდემები, რომლებსაც ერაყის ქურთისტანში იყენებდნენ, ასევე უცხოური ვალუტა", — განუცხადეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს.

მათი ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს" სხვა ოპერაციებთან შედარებით, ამ ჯერზე ოპერაციის დაგეგმვა „ზედმეტად დახვეწილი" იყო. სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ უკან სხვა ორგანიზაციებიც იდგნენ.
ყველა ახალი ამბავი
0