https://sputnik-georgia.com/20230925/iaponia-alchaimeris-samkurnalo-preparatis-warmoeba-gayidvas-iwyebs-282611791.html
დამტკიცდა ოფიციალურად: იაპონია ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის წარმოება-გაყიდვას იწყებს
დამტკიცდა ოფიციალურად: იაპონია ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის წარმოება-გაყიდვას იწყებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის წარმოება და გაყიდვა დაამტკიცა, რომელიც იაპონურმა... 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T12:44+0400
2023-09-25T12:44+0400
2023-09-25T17:23+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
იაპონია
ალცჰაიმერის დაავადება
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280634467_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_7bc827c646e591b21f7bad2040c84468.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის წარმოება და გაყიდვა დაამტკიცა, რომელიც იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია Eisai Co-მ და აშშ-ის კომპანია Biogen Inc.-მა შექმნეს, იუწყება Kyodo News.გავრცელებული ინფორმაციით, ალცჰაიმერისა და მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების ადრეული სტადიის სამკურნალო პრეპარატი, სავარაუდოდ, უკვე ამ წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.მანამდე „ლეკანემაბი“ აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ივლისში.როგორც გამოცემა წერს, გამომდინარე იქიდან, რომ წამლის სტანდარტული ფასი აშშ-ში წელიწადზე გათვლით 26.500 დოლარს აღწევს, მისი ფასი იაპონიაშიც ასევე მაღალი იქნება.კომპანია Eisai-ს განმარტებით, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი პრეპარატი აფერხებს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება და ლოგიკის შეზღუდვა. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ პაციენტს, რომელიც პრეპარატს იღებდა კვლევის ფარგლებში, გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდა — ტვინის შეშუპება და სისხლდენა.ალცჰაიმერი — ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. დემენციის გამომწვევ მიზეზებს შორის ალცჰაიმერი შემთხვევათა 60-70%-ში სახელდება. ალცჰაიმერის განვითარების საწყისი პერიოდიდან დაავადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-9 წელია. ალცჰაიმერის გამომწვევი მიზეზების დადგენა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. დაავადების გამომწვევი რისკების დაახლოებით 70% გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ალცჰაიმერი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თავის ქალის დაზიანებამ, დეპრესიამ ან არტერიულმა ჰიპერტენზიამ.წყარო: Kyodo News
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280634467_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_d51638cbaa24d035b9b9dbc038f9a85e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , ალცჰაიმერის დაავადება, საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , ალცჰაიმერის დაავადება, საზოგადოება
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის წარმოება და გაყიდვა დაამტკიცა, რომელიც იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია Eisai Co-მ და აშშ-ის კომპანია Biogen Inc.-მა შექმნეს, იუწყება Kyodo News.
„პრეპარატი „ლეკანემაბი“, ბრენდული სახელით „ლეკემბი“ იქნება პირველი პრეპარატი იაპონიაში, რომელიც ერთდროულად მკურნალობს ალცჰაიმერის დაავადების ძირითად მიზეზს და ანელებს მისი სიმპტომების განვითარებას“, — დაწერა გამოცემამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალცჰაიმერისა და მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების ადრეული სტადიის სამკურნალო პრეპარატი, სავარაუდოდ, უკვე ამ წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მანამდე „ლეკანემაბი“ აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ივლისში.
როგორც გამოცემა წერს, გამომდინარე იქიდან, რომ წამლის სტანდარტული ფასი აშშ-ში წელიწადზე გათვლით 26.500 დოლარს აღწევს, მისი ფასი იაპონიაშიც ასევე მაღალი იქნება.
კომპანია Eisai-ს განმარტებით, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი პრეპარატი აფერხებს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება და ლოგიკის შეზღუდვა. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ პაციენტს, რომელიც პრეპარატს იღებდა კვლევის ფარგლებში, გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდა — ტვინის შეშუპება და სისხლდენა.
ალცჰაიმერი — ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. დემენციის გამომწვევ მიზეზებს შორის ალცჰაიმერი შემთხვევათა 60-70%-ში სახელდება. ალცჰაიმერის განვითარების საწყისი პერიოდიდან დაავადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-9 წელია. ალცჰაიმერის გამომწვევი მიზეზების დადგენა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. დაავადების გამომწვევი რისკების დაახლოებით 70% გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ალცჰაიმერი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თავის ქალის დაზიანებამ, დეპრესიამ ან არტერიულმა ჰიპერტენზიამ.