https://sputnik-georgia.com/20230925/-------282610640.html
ოქროს მედალი! ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია
ოქროს მედალი! ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია
Sputnik საქართველო
ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატი 16-24 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T10:41+0400
2023-09-25T10:41+0400
2023-09-25T16:35+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260419004_0:0:1734:975_1920x0_80_0_0_b143e851b74066d41825b502e19c74ab.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში აზერბაიჯანელი მურად მამედოვი დაამარცხა. აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესამედ გავიდა, ჩემპიონატი კი პირველად მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა – ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბელგრადში დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და შოთა ფარტენაძემ (61 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლები კი ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა მედალთან ერთად პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, აშშ-ისა და ირანის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260419004_91:0:1650:1169_1920x0_80_0_0_b971f19b80020e58168e47da5bb5ef04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
ოქროს მედალი! ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია
10:41 25.09.2023 (განახლებულია: 16:35 25.09.2023) ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატი 16-24 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში აზერბაიჯანელი მურად მამედოვი დაამარცხა. აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესამედ გავიდა, ჩემპიონატი კი პირველად მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა – ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბელგრადში დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და შოთა ფარტენაძემ (61 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლები კი ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).
პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა მედალთან ერთად პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, აშშ-ისა და ირანის შემდეგ.