სოფელ ნიქოზში სტადიონზე ბავშვს დენმა დაარტყა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმრება
სასწრაფო დახმრება - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2023
გამოწერა
საკითხს კომპანიასთან ერთად შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო სტადიონზე 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში გუშინ, 23 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტადიონი ახალგახსნილი იყო. მოზარდს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული.
„ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ამჟამად ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
კომპანია, რომელმაც სტადიონი მოაწყო, ამტკიცებს, რომ ობიექტი ჯერ გახსნილი არ იყო და მერიისთვის არ ჩაუბარებიათ.
ადგილზე ვითარებას გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც, საკითხს კომპანიასთან ერთად შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“
ყველა ახალი ამბავი
0