https://sputnik-georgia.com/20230924/baqos-didi-slemis-turniri-qartvelma-ziudoistebma-dres-ori-medali-moipoves-282608579.html
ბაქოს დიდი სლემის ტურნირი: ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო დღეს ორი მედალი მოიპოვეს
ბაქოს დიდი სლემის ტურნირი: ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო დღეს ორი მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ბაქოში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ სამი მედალი მოიპოვა 24.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-24T21:38+0400
2023-09-24T21:38+0400
2023-09-25T14:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276132879_0:110:3016:1807_1920x0_80_0_0_59907a8b785a76dc10ff897c58a81238.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ბაქოში გამართული დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში მან დამაჯერებლად დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი მატვეი კანიკოვსკი, რომელიც რუსეთის სხვა სპორტსმენების მსგავსად ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობს.მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ინალ ტასოევთან დამარცხდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გელა ზაალიშვილს ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ თემირლან ბაშაევთან დამარცხდა.ტურნირის ბოლო დღეს დიდი სლემის ტურნირს ადრეულ ეტაპზე ოთხი ქართველი გამოეთიშა - სოფია სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე - 90 კგ).საქართველოს ნაკრებს მხოლოდ სამი მედალი აქვს. 22 ოქტომბერს ტურნირის ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.შარშან ბაქოში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276132879_285:0:3016:2048_1920x0_80_0_0_9b7bd19694f572098245aa5874a40750.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ბაქოს დიდი სლემის ტურნირი: ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო დღეს ორი მედალი მოიპოვეს
21:38 24.09.2023 (განახლებულია: 14:02 25.09.2023) ბაქოში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ სამი მედალი მოიპოვა
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ბაქოში გამართული დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში მან დამაჯერებლად დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი მატვეი კანიკოვსკი, რომელიც რუსეთის სხვა სპორტსმენების მსგავსად ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობს.
მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ინალ ტასოევთან დამარცხდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გელა ზაალიშვილს ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ თემირლან ბაშაევთან დამარცხდა.
ტურნირის ბოლო დღეს დიდი სლემის ტურნირს ადრეულ ეტაპზე ოთხი ქართველი გამოეთიშა - სოფია სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე - 90 კგ).
საქართველოს ნაკრებს მხოლოდ სამი მედალი აქვს. 22 ოქტომბერს ტურნირის ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.
შარშან ბაქოში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.